GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / StringerGWP სარემონტო სამუშაოებს ატარებს
GWP სარემონტო სამუშაოებს ატარებს - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 23 იანვრის 23:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 23 იანვარს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
წყალმომარაგება კრწანისის რაიონის გარკვეული ქუჩებისა მცხოვრებლებს შეეზღუდება 23 იანვარს 23:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0