ლეგენდების მატჩი - ცნობილია „ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების შეხვედრის დრო

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanფეხბურთის ბურთი
ფეხბურთის ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
მატჩის ბილეთები ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით უკვე იყიდება.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელები მილანის „ინტერის" ვარსკვლავების წინააღმდეგ 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთის" სტადიონზე ახალი პროექტი „ლეგენდების სერიის" (Legend Series) ფარგლებში ითამაშებენ.
ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ს ვებ-გვერდზე.
„ინტერის" ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი.
მასპინძლების გუნდში ითამაშებენ: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახა კალაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
The Legend Series არის დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებს უახლოეს სამ წელიწადში ლეგენდარული ფეხბურთელების საქართველოში ჩამოსვლას.
სერიის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, ფანატთა კლუბის ჩამოყალიბება და საქართველოს კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.
ყველა ახალი ამბავი
0