ბასილაშვილი ბელგიაში ITF-ის ტურნირიდან გამოვარდა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი, საქართველოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიაში ITF-ის ტურნირის შესარჩევ ეტაპზე ორ სეტში თურქ სპორტსმენ სემ ილკელთან (277-ე ადგილი) ანგარიშით 3:6, 4:6 დამარცხდა.
პირველი სეტი თურქი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. მეორე სეტი კი ბასილაშვილის წარმატებით დაიწყო - 3:1, თუმცა, მან ორჯერ წააგო თავისი ჩაწოდება.
ამ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 595-ე ადგილზეა. გასულ კვირაში მან „სანდერლენდის" ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც მერვედფინალამდე მიაღწია.
2023 წლის გაზაფხულზე ბასილაშვილმა იდაყვის ტრავმა მიიღო, ზაფხულში ორი ოპერაცია გადაიტანა და კორტზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო.
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ამ დროისთვის კლასიფიკაციაში 595-ე პოზიციას იკავებს.
2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0