https://sputnik-georgia.com/20240123/13-wlis-gogonas-gaupatiurebis-paqtze-bizas-patimroba-sheeparda-285847677.html
13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ბიძას პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ბიძას პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T18:49+0400
2024-01-23T18:49+0400
2024-01-23T18:49+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.უმძიმესი შემთხვევა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 18 იანვარს მოხდა. 13 წლის მოზარდი მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გოგონამ მომხდარის შესახებ დედას უამბო.თავად მამაკაცი ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმის მასალების მიხედვით, ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მეორე ბიძამ (მამის ძმამ) ბრალდებულს, 45 წლამდე მამაკაცს დანით ჭრილობები მიაყენა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობის მცდელობას (საქართველოს სსკ-ის19-108-ე მუხლი) ედავება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ბიძას პატიმრობა შეეფარდა
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
უმძიმესი შემთხვევა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 18 იანვარს მოხდა. 13 წლის მოზარდი მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გოგონამ მომხდარის შესახებ დედას უამბო.
თავად მამაკაცი ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მეორე ბიძამ (მამის ძმამ) ბრალდებულს, 45 წლამდე მამაკაცს დანით ჭრილობები მიაყენა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობის მცდელობას (საქართველოს სსკ-ის19-108-ე მუხლი) ედავება.