ყაზახეთმა თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რუსეთის ტელეარხ TNT-ს დირექტორ თინა კანდელაკს ყაზახეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება, იტყობინება სააგენტო KazTAG საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ აიბეკ სმადიაროვის განცხადებაზე დაყრდნობით.

„აუცილებლობის შემთხვევაში მიიღება ზომები. <...> სახელმწიფო მსგავსს არასდროს არავის არ აპატიებს. შესაძლოა, [კანდელაკი] ყაზახეთში ჩამოსვლას არც აპირებდეს, მაგრამ, თუ გადაწყვეტს, არ შემოუშვებენ“, — განუმარტა სმადიაროვმა ჟურნალისტებს.

მანამდე თინა კანდელაკმა საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა პოსტი „რუსული ენის შევიწროების შესახებ“, რაზეც, მისი აზრით, ყაზახეთის ხელისუფლების მიერ რკინიგზის რამდენიმე სადგურისთვის სახელის გადარქმევა მეტყველებს და რაც ძალიან ჰგავს ბალტიისპირეთის ქვეყნებში მომხდარს.
„როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება აჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც ყველაფერი მცირედიდან დაიწყო, შემდეგ კი ნამდვილ თოვლის ბურთად იქცა: დაიხურა რუსული სკოლები, მოხსნეს საბჭოთა ძეგლები, აკრძალეს რუსული ენა და ბოლოს, პენსიონრები სიცივეში გაყარეს. გასაგებია, რომ ისტორიაში საკუთარი ადგილის შენარჩუნების საბაბით ძალიან შორს წასვლა შეიძლება. ასეთი საეჭვო გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი — ეს ისტორიის აფარებაა“, — დაწერა კანდელაკმა.
ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა ყაზახურია. სამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში მასთან ერთად ოფიციალურად გამოიყენება რუსული ენაც.
ყველა ახალი ამბავი
0