https://sputnik-georgia.com/20240122/robert-ficos-mosazreba-ruset-ukrainis-konfliqtze-285812338.html
ფიცო: უკრაინამ რუსეთს ტერიტორიის ნაწილი უნდა დაუთმოს
ფიცო: უკრაინამ რუსეთს ტერიტორიის ნაწილი უნდა დაუთმოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის შეარაღებული კონფლიქტი დასრულდეს, ისაა, რომ კიევმა თავისი ტერიტორიის ნაწილი დათმოს... 22.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-22T12:30+0400
2024-01-22T12:30+0400
2024-01-22T12:30+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
სლოვაკეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/16/285812148_489:208:2700:1452_1920x0_80_0_0_90efe2a82216605734e2845bec2848bc.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის შეარაღებული კონფლიქტი დასრულდეს, ისაა, რომ კიევმა თავისი ტერიტორიის ნაწილი დათმოს, განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. მისი თქმით, კომპრომისის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.ამასთან სლოვაკეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ ეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე უკრაინელ კოლეგა დენის შმიგალსაც აცნობებს 24 იანვრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე.გარდა ამისა, პრემიერის თქმით, დენის შმიგალს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ სლოვაკეთის მთავრობისგან „არანაირ იარაღს აღარ მიიღებს“, ვინაიდან უკრაინა „ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში“.რობერტ ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში გასული წლის დეკემბერში მოვიდა მას შემდეგ, რაც მისმა პარტია Smer-მა სექტემბრის არჩევნები მოიგო. პარტია პირობას დებდა, რომ შეწყვეტდა იარაღის უკრაინაში გაგზავნას, დაბლოკავდა კიევის პოტენციურ წევრობას ნატოში და დაუპირისპირდებოდა ანტირუსულ სანქციებს.წყარო: Politico
სლოვაკეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/16/285812148_74:0:2805:2048_1920x0_80_0_0_b3682b8ad3de4b79e2b4ef3b56062542.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, სლოვაკეთი , უკრაინა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, სლოვაკეთი , უკრაინა
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის შეარაღებული კონფლიქტი დასრულდეს, ისაა, რომ კიევმა თავისი ტერიტორიის ნაწილი დათმოს, განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
მისი თქმით, კომპრომისის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.
„უნდა იყოს რაიმე სახის კომპრომისი. რას ელიან, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს? ეს არარეალურია“, — აღნიშნა ფიცომ.
ამასთან სლოვაკეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ ეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე უკრაინელ კოლეგა დენის შმიგალსაც აცნობებს 24 იანვრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე.
„მე ვეტყვი [შმიგალს], რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი ვარ და ვეტოს დავადებ მას, ვინაიდან ეს, სხვა არაფერი იქნება, თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფუძველი“, — განაცხადა ფიცომ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, დენის შმიგალს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ სლოვაკეთის მთავრობისგან „არანაირ იარაღს აღარ მიიღებს“, ვინაიდან უკრაინა „ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში“.
რობერტ ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში გასული წლის დეკემბერში მოვიდა მას შემდეგ, რაც მისმა პარტია Smer-მა სექტემბრის არჩევნები მოიგო. პარტია პირობას დებდა, რომ შეწყვეტდა იარაღის უკრაინაში გაგზავნას, დაბლოკავდა კიევის პოტენციურ წევრობას ნატოში და დაუპირისპირდებოდა ანტირუსულ სანქციებს.