ქართულ ავიაბაზარზე ნიდერლანდების ავიაკომპანია შემოდის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს 20 აპრილიდან დაიწყებს
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს.
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. ავიაკომპანია, რომელიც AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრია ნიდერლანდებიდან ფრენებს 20 ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს და ყოველწლიურად 9 მლნ მგზავრი გადაჰყავს.
Transavia-ს შვიდი ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.
ყველა ახალი ამბავი
0