იტალიის სუპერთასი: „ნაპოლი" „ინტერს" დაუპირისპირდება

© courtesy of SSC Napoli„ნაპოლის" ფეხბურთელები
„ნაპოლის ფეხბურთელები - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასისთვის იბრძოლებს და ფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლი" „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო. მაშინ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ნეაპოლური გუნდი „იუვენტუსზე" ძლიერი აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0