https://sputnik-georgia.com/20240122/kaladze-tbilisis-dinamos-kidvas-apirebs-285819762.html
დედაქალაქის მერი თბილისის „დინამოს" ყიდვას აპირებს?
დედაქალაქის მერი თბილისის „დინამოს" ყიდვას აპირებს?
Sputnik საქართველო
თბილისის „დინამოს" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჯერ კიდევ 2022 წელს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ... 22.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-22T18:35+0400
2024-01-22T18:35+0400
2024-01-22T18:35+0400
საქართველო
სპორტი
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278827767_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_881e6a9578daa90c966c95b9f25a7236.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ უარყო ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს" შეძენის შესახებ გავრცელებული ხმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ასეთი შესაძლებლობა და ინტერესი არ აქვს.მას შემდეგ, რაც „დინამოს" მფლობელმა რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის და რიგი რეფორმების, მათ შორის ახალი ბაზის მშენებლობის თაობაზე განაცხადა, საზოგადოებაში მოარული ხმები გავრცელდა იმის შესახებ, რომ თბილისის მერი კლუბის ყიდვას აპირებს. თანხაც კი დაასახელეს - 50 მილიონი დოლარი. თავად კალაძე, რომელმაც პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა, „დინამოში" თამაშობდა.მერის თქმით, თუ იგი რამეს აკეთებს, უნდა გააკეთოს მაქსიმალურად და საუკეთესო შედეგი მიიღოს.„ამიტომაც არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს", - განაცხადა კალაძემ.დედაქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა იმ განცხადებების შესახებაც, რომელიც დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.მისი თქმით, თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება სურს, ამისთვის უამრავი ადგილი არსებობს.თბილისის „დინამოს" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჯერ კიდევ 2022 წელს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ საუკუნოვანი ისტორიის მქონე კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება და მზადაა აქციები გაყიდოს. ფიფია „დინამოს" პრეზიდენტი 2011 წელს გახდა.თბილისის „დინამო“ 1925 წელს ჩამოყალიბდა. კლუბის მთავარი ტრიუმფი იყო 1981 წელს უეფას თასების თასის მოგება. დიუსელდორფში გამართულ საფინალო მატჩში „დინამომ“ გერმანიის საფეხბურთო გუნდს „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278827767_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f3bfda3eff6591da844fbce236710c9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
დედაქალაქის მერი თბილისის „დინამოს" ყიდვას აპირებს?
თბილისის „დინამოს" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჯერ კიდევ 2022 წელს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება და მზადაა აქციები გაყიდოს.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ უარყო ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს" შეძენის შესახებ გავრცელებული ხმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ასეთი შესაძლებლობა და ინტერესი არ აქვს.
მას შემდეგ, რაც „დინამოს" მფლობელმა რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის და რიგი რეფორმების, მათ შორის ახალი ბაზის მშენებლობის თაობაზე განაცხადა, საზოგადოებაში მოარული ხმები გავრცელდა იმის შესახებ, რომ თბილისის მერი კლუბის ყიდვას აპირებს. თანხაც კი დაასახელეს - 50 მილიონი დოლარი. თავად კალაძე, რომელმაც პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა, „დინამოში" თამაშობდა.
„არანაირი მოლაპარაკების ეტაპი არ ყოფილა. მე არ მაქვს ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კლუბი შევიძინო. მას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რათა გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც „ჩემპიონთა ლიგაზე“ ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „თბილისის დინამო“, მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, თუ იგი რამეს აკეთებს, უნდა გააკეთოს მაქსიმალურად და საუკეთესო შედეგი მიიღოს.
„ამიტომაც არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს", - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა იმ განცხადებების შესახებაც, რომელიც დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„დიღმის საწვრთნელი ბაზა ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება სურს, ამისთვის უამრავი ადგილი არსებობს.
თბილისის „დინამოს" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჯერ კიდევ 2022 წელს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ საუკუნოვანი ისტორიის მქონე კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება და მზადაა აქციები გაყიდოს. ფიფია „დინამოს" პრეზიდენტი 2011 წელს გახდა.
თბილისის „დინამო“ 1925 წელს ჩამოყალიბდა. კლუბის მთავარი ტრიუმფი იყო 1981 წელს უეფას თასების თასის მოგება. დიუსელდორფში გამართულ საფინალო მატჩში „დინამომ“ გერმანიის საფეხბურთო გუნდს „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგო.