იტალიაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© AP Photo / Cecilia Fabianoიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პიზაში 5 იანვარს მოხდა - 25 წლის ტუნისელი მამამკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველების ცნობით, მათ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დააკავეს, თუმცა მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ქართველი იყო.
როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო საქართველოს მოქალაქე შინაპატიმრობაშია.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 32 წლის მამაკაცია დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0