ქონების კონფისკაცია არმიაზე ფეიკებისთვის: დუმაში ახალი კანონპროექტი შევიდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისახელმწიფო სათათბირო
სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რუსეთის დუმაში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების შესახებ ფეიკების გავრცელების გამო, თუ დანაშაული ანგარების მიზნითაა ჩადენილი.
დოკუმენტი, რომელიც სისხლის სამართლისა და პროცესუალურ კოდექსებში ცვლილებების შეატანას გულისხმობს, სათათბიროს ელექტრონულ ბაზაზეა გამოქვეყნებული.
აღინიშნება, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება.
კანონპროექტი გაზრდილ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ საჯარო მოწოდებებისთვის, თუ ისინი ჩადენილია ანგარებით ან დაქირავებული პირების მიერ, ან პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური სიძულვილის ან მტრობის მოტივით.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტს კონცეპტუალურად დაუჭირეს მხარი საგამოძიებო კომიტეტმა, გენერალურმა პროკურატურამ, იუსტიციის სამინისტრომ და როსფინმონიტორინგმა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას ქვეყნის მთლიანობის დარღვევის, ნაციზმის რეაბილიტაციის, შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის, ექსტრემისტული ქმედებებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0