მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში საპრეზიდენტო რბოლა კიდევ ერთმა კანდიდატმა შეწყვიტა: ვის დაუჭერს მხარს დესანტისი?

© photo: Sputnik / Dmitry Parshin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას გამოეთიშა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს.
ამის შესახებ დესანტისმა სოცქსელ X-ის აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას შემდეგ, რაც აიოვის კოკუსში მეორე ადგილი დაიკავა, „ვეღარ მოსთხოვს მხარდამჭერებს, ნებაყოფლობით გაიღონ საკუთარი დრო და რესურსები გამარჯვებისკენ მიმავალი მკაფიო გზის გარეშე“.
დესანტისის მოულოდნელი განცხადება ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზს უძღოდა წინ, რომელიც 23 იანვარსაა დაგეგმილი. ახლა, რაც დესანტისი რბოლას ჩამოშორდა, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ერთადერთ სერიოზულ მეტოქედ სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი რჩება.
მანამდე რესპუბლიკელთა კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლის კამპანია ვივეკ რამასვამიმ შეწყვიტა. მან ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აიოვაში რესპუბლიკელთა პირველ კოკუსებზე, რომლებმაც ფორმალური სტარტი მისცა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესს ამ პარტიიდან, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. თუ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გახდება, მას სახელმწიფოს მოქმედი მეთაური — ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. როგორც სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, ტრამპს კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო რბოლაში გაიმარჯვოს.
ყველა ახალი ამბავი
0