უკვე ოფიციალურად - კონსტანტინე გამსახურდია ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას ახალი დირექტორი - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი - კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას ახალი დირექტორი - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი - კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა. - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას ახალი დირექტორი - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი - კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ გიორგი კეკელიძე, რომელსაც ეს თანამდებობა 11 წელი ეკავა, გათავისუფლებულია. კეკელიძის თქმით, ამას წინ უძღოდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილთან, რომელმაც უთხრა, რომ „წასვლის დრო დადგა და 11 წელი ბევრია“. კეკელიძემ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება უსამართლობად შეაფასა. თავის მხრივ, პაპუაშვილმა გადაწყვეტილებას საკადრო უწოდა და დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ დირექტორს საერთო ეროვნულ საქმეში წარმატებები უსურვა.
არანაირი პოლიტიკა – პაპუაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გათავისუფლების შესახებ >>
შეხვედრაზე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
გამსახურდიას წინამორბედი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე იყო მწერალი, პოეტი, ესეისტი და ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წელს დაინიშნა. 27 წლის ასაკში იგი გახდა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი მთელი მისი არსებობის მანძილზე.
ყველა ახალი ამბავი
0