უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად მოქმედებს შეზღუდვები

© Sputnik / STRINGERსვანეთის გზები ზამთარში
სვანეთის გზები ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
უამინდობის გამო შეზღუდვები მოქმედებს როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს გზებზე მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის მონაკევთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-185-ე კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის 70-178-ე კმ (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

ლახამულა-კალას მონაკვეთზე (100-178-ე კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის 1-70-ე კმ (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0