ბათუმში ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღეს: ყველა სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსავაჭრო Batumi Mall
სავაჭრო  Batumi Mall  - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
პარასკევს ბათუმი-სტამბულის რეისი ორი საათით გადაიდო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო.
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ბათუმის სავაჭრო ცენტრებში "ბათუმი მოლი", "გრანდ მოლი", "მეტრო მოლი" და "ბათუმი პლაზა" თანამშრომლების და მომხმარებლების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, იუწყება „მთავარი არხი“.
პარასკევს ბათუმი-სტამბულის რეისი ორი საათით გადაიდო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო.
„ბათუმში სავაჭრო ცენტრები დაიკეტა, მოსალოდნელი ტერაქტის გამო ყველა ხალხმრავალ ადგილას სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. სავაჭრო ცენტრის დაცვამ შეგვატყობინა და სასწრაფოდ დატოვეს შენობა, მათ შორის პერსონალმა“, - განაცხადა „გრანდ მოლის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა "მთავარი არხის" ეთერში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0