https://sputnik-georgia.com/20240120/55-procentze-meti-irakli-kobaxizem-saarcevno-gegmebze-isaubra-285791139.html
55 პროცენტზე მეტი - ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა
55 პროცენტზე მეტი - ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლის ლიდერია. 20.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-20T23:58+0400
2024-01-20T23:58+0400
2024-01-20T23:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_0:165:2048:1318_1920x0_80_0_0_1dc65d92038e48299cd31a1fbb7234b4.jpg
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ უნდა შეინარჩუნოს ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერა და გაზარდოს ის საპარლამენტო არჩევნებისთვის, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლის ლიდერია.მისი თქმით, არჩევნების წინ მმართველი პარტია კიდევ უფრო მეტ ნაბიჯებს გადადგამს ქვეყნის განვითარებისთვის.„ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა თავიდან ბოლომდე იქნება აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.„ნაცმოძრაობა“ დაბალი რეიტინგის მქონე პარტიებთან საარჩევნოდ ალიანსს გამორიცხავს >>საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_85:127:1736:1365_1920x0_80_0_0_d3534aecef4442c5dde74349d3e3f187.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
55 პროცენტზე მეტი - ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა
საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლის ლიდერია.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ უნდა შეინარჩუნოს ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერა და გაზარდოს ის საპარლამენტო არჩევნებისთვის, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლის ლიდერია.
„უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი - ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არჩევნების წინ მმართველი პარტია კიდევ უფრო მეტ ნაბიჯებს გადადგამს ქვეყნის განვითარებისთვის.
„ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა თავიდან ბოლომდე იქნება აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.