https://sputnik-georgia.com/20240119/saqartvelos-istoria-samqoris-brzola-tamar-mefe-285746997.html
შამქორის ბრძოლა: ამბავი ქართველთა მიერ წვერებით ნათრევი ამირა-სულთნებისა
შამქორის ბრძოლა: ამბავი ქართველთა მიერ წვერებით ნათრევი ამირა-სულთნებისა
Sputnik საქართველო
თამარ მეფის დროინდელი საქართველო, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი თანამეგობრობა იყო. თუ აღმაშენებელი დაპყრობილ ტერიტორიას უშუალოდ სამეფო ტახტს უმორჩილებდა... 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T16:09+0400
2024-01-19T16:09+0400
2024-01-19T16:09+0400
ფაქტები ისტორიიდან
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280681757_0:300:3072:2028_1920x0_80_0_0_ea17b371aef53978a17420a1ddae229b.jpg
თამარ მეფის დროინდელი საქართველო, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი თანამეგობრობა იყო. თუ აღმაშენებელი დაპყრობილ ტერიტორიას უშუალოდ სამეფო ტახტს უმორჩილებდა, თამარი არაქართული სახანოებისა თუ სამეფოების ყმადნაფიცობას ჯერდებოდა. ეს კი ორმხრივ ვალდებულებებს ითვალისწინებდა: ანუ საქართველო იყო ყმადნაფიცი ქვეყნის ტერიტორიული ხელშეუხებლობის გარანტი, ხოლო ყმადნაფიცი ქვეყანა, გარკვეული თანხის გაღების სანაცვლოდ, სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობასაც კი ინარჩუნებდა. ასეთი იყო, მაგალითად, შარვანიც — სხვა არაერთს შორის. შარვანი ქართველთა მეფის პროტექტორატში შედიოდა და საქართველოს მონარქი ვალდებული გახლდათ, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, როდესაც მას ირანიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თამარ მეფე, რომელიც მუდამ პირნათლად ასრულებდა ვალდებულებებს — კონფლიქტში ჩაერია. საქმე კი ასე იყო: სპარსეთსა და ერაყში ათაბაგ მუზაფერ ად-დინ ყიზილ-არსლანსა და ერაყის სელჩუკთა სულთან თოღრულ მესამეს შორის მტრობა ჩამოვარდა. ათაბაგმა სძლია სულთანს, მაგრამ მოკლეს და ახლა მის მემკვიდრეებს შორის ატყდა დიდი ომი. პირველობისთვის ბრძოლაში გამარჯვება ყიზილ-არსლანის ნაშვილებ აბუ-ბექრ ბინ მუჰამედ ფეჰლევანს დარჩა, რომელმაც ჯერ უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი დაამარცხა და მისი სამფლობელო მიიტაცა, შემდეგ კი არანისა და გელაქუნის პატრონ ამირ-მირანს გაუსწორდა. ამ უკანასკნელმა შარვან-შაჰთან, გიორგი მესამის დისშვილ აღსართანთან გაქცევა მოასწრო, რომელმაც დიდი პატივითაც მიიღო და ქალიშვილიც შერთო. მაგრამ აბუ-ბექრი შარვანსაც დაესხა თავს და მოაოხრა ქვეყანა, სიძე-სიმამრმა კი გაქცევით უშველა თავს და ამჯერად დასახმარებლად თამარს მიმართეს. აღსართანი, ამირ-მირანი და მათნი თანმხლებნი დიდი პატივით მიიღეს ტფილისს. მთელი კვირა გრძელდებოდა, თურმე, სტუმრების პატივსაცემად მოწყობილი ნადირობა და ბურთაობა... მაგრამ საქართველოს სამეფო კარი გართობა-თამაშით არ შემოიფარგლებოდა — ამ ყველაფრის პარალელურად გამალებული საომარი სამზადისი მიმდინარეობდა. ათ დღეში შეკრებილმა ქართულმა სამხედრო ძალამ იმდენად მოხიბლა და აღაფრთოვანა დახმარების მთხოველნი, რომ გულზე მოსულებმა თამარს სპარსეთზე ლაშქრობა და იქ ამირ-მირანის გამეფება შესთავაზეს. სანაცვლოდ კი მოკავშირეობა და ილდეგიზების უზარმაზარი სამფლობელოდან დიდი ტერიტორიის ჩუქება აღუთქვეს. მაგრამ სამეფო კარმა, საფუძვლიან მიზეზთა გამო, უარი თქვა ამ, ერთი შეხედვით, მიმზიდველ წინადადებაზე და სამშობლოდან ლტოლვილთ მხოლოდ აბუ-ბექრის დამარცხება და მამაპეულ სამფლობელოში დაბრუნება აღუთქვა. ქართველთა საომარი სამზადისი აბუ-ბექრს არ გამოპარვია. ისიც შეუდგა ჯარის შეკრებას. გარდა საქართველოს მეზობელი მუსლიმი სულთნებისა და ამირებისა, მას ასევე შეუერთდა ბაღდადის ხალიფა ალ-ნასირიც, რომელმაც ლაშქრობის მოსაწყობად დიდძალი ოქრო-ვერცხლიც გაიღო და მუსლიმურ სამყაროს საქართველოს წინააღმდეგ „საღვთო ომის“ დაწყებისკენაც მოუწოდა. აბუ-ბექრის ლაშქარს ეგვიპტის სულთანი და მისი ვასალებიც მიემხრნენ და ახლო აღმოსავლეთის მუსლიმობაც. მოკლე ხანში ათაბაგმა ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და საქართველოსკენ დაიძრა. ბრძოლის დღეც დადგა — 1195 წლის 2 ივნისი. თამარმა ლაშქარს წინ ჯვარი „ძელი ცხოველი“ წაუმძღვარა, დალოცა ჯარი და უფალს ქართველობა შეავედრა. მერე კი შამქორისკენ დაიძრა, სადაც აბუ-ბექრი იდგა. ამასობაში მსტოვრებმა დავით სოსლანს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობა ამცნეს და მანაც ორად გაყო ლაშქარი: შედარებით მცირე არმიას ამირსპასალარი ზაქარია მხარგძელი უსარდლა და ქალაქის კარიბჭეზე მყისიერი იერიში უბრძანა, თავად კი დიდ ლაშქარს ჩაუდგა სათავეში — გვერდი აუარა შამქორს, მდინარე გადალახა (ახლანდელი შამქორ ჩაი) და მტერს ზურგში მოქცა. და ის იყო, ციხის კართან გამართულ საშინელი ხოცვა-ჟლეტაში გამარჯვების სასწორი მუსლიმანთა მხარეს გადაიხარა და ზაქარია მხარგრძელიც უკვე უკუქცევაზე ფიქრობდა, რომ დავით სოსლანი ძირითადი ჯარით ჩაება ბრძოლაში. მტერი დაიბნა და პანიკას მიეცა. აბუ-ბექრისთვის ქართველთა ასეთ მანევრი თავზარდამცემი აღმოჩნდა. ალყაში მოქცეულმა მუსლიმებმა გაქცევასა და თავის გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი, მაგრამ მდევარმა განძისკენაც მოუჭრა გზა და გელაქუნისკენაც. აბუ-ბექრმა მაინც მოახერხა ალყის გარღვევა და ბაილაყანისა და ნახჭევანის გავლით თავრიზს გაქცევა. დაბოლოს: შარვან შაჰ აღსართანმა საქართველოს მეფესთან შეუთანხმებლად მიიღო ამირ-მირანი თავის კარზე და დაუმოყვრდა, რითაც აბუ ბექრთან ომში ჩაითრია საქართველო. სხვა მონარქის დროს ასეთი თვითნებობისთვის მკაცრად დაისჯებოდა შირვან შაჰი, მაგრამ, მისდა ბედად, მეფედ უსაზღვროდ გულმოწყალე თამარი იჯდა, რომელსაც ისევე ეძვირფასებოდა ყმადნაფიცები, როგორც საკუთარი ქვეშევრდომები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280681757_229:0:2960:2048_1920x0_80_0_0_3a83261bf3c5340c2e34d2a1c7fde538.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
თამარ მეფის დროინდელი საქართველო, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი თანამეგობრობა იყო. თუ აღმაშენებელი დაპყრობილ ტერიტორიას უშუალოდ სამეფო ტახტს უმორჩილებდა, თამარი არაქართული სახანოებისა თუ სამეფოების ყმადნაფიცობას ჯერდებოდა.
ეს კი ორმხრივ ვალდებულებებს ითვალისწინებდა: ანუ საქართველო იყო ყმადნაფიცი ქვეყნის ტერიტორიული ხელშეუხებლობის გარანტი, ხოლო ყმადნაფიცი ქვეყანა, გარკვეული თანხის გაღების სანაცვლოდ, სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობასაც კი ინარჩუნებდა.
ასეთი იყო, მაგალითად, შარვანიც — სხვა არაერთს შორის. შარვანი ქართველთა მეფის პროტექტორატში შედიოდა და საქართველოს მონარქი ვალდებული გახლდათ, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, როდესაც მას ირანიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თამარ მეფე, რომელიც მუდამ პირნათლად ასრულებდა ვალდებულებებს — კონფლიქტში ჩაერია.
საქმე კი ასე იყო: სპარსეთსა და ერაყში ათაბაგ მუზაფერ ად-დინ ყიზილ-არსლანსა და ერაყის სელჩუკთა სულთან თოღრულ მესამეს შორის მტრობა ჩამოვარდა. ათაბაგმა სძლია სულთანს, მაგრამ მოკლეს და ახლა მის მემკვიდრეებს შორის ატყდა დიდი ომი. პირველობისთვის ბრძოლაში გამარჯვება ყიზილ-არსლანის ნაშვილებ აბუ-ბექრ ბინ მუჰამედ ფეჰლევანს დარჩა, რომელმაც ჯერ უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი დაამარცხა და მისი სამფლობელო მიიტაცა, შემდეგ კი არანისა და გელაქუნის პატრონ ამირ-მირანს გაუსწორდა.
ამ უკანასკნელმა შარვან-შაჰთან, გიორგი მესამის დისშვილ აღსართანთან გაქცევა მოასწრო, რომელმაც დიდი პატივითაც მიიღო და ქალიშვილიც შერთო. მაგრამ აბუ-ბექრი შარვანსაც დაესხა თავს და მოაოხრა ქვეყანა, სიძე-სიმამრმა კი გაქცევით უშველა თავს და ამჯერად დასახმარებლად თამარს მიმართეს.
აღსართანი, ამირ-მირანი და მათნი თანმხლებნი დიდი პატივით მიიღეს ტფილისს. მთელი კვირა გრძელდებოდა, თურმე, სტუმრების პატივსაცემად მოწყობილი ნადირობა და ბურთაობა... მაგრამ საქართველოს სამეფო კარი გართობა-თამაშით არ შემოიფარგლებოდა — ამ ყველაფრის პარალელურად გამალებული საომარი სამზადისი მიმდინარეობდა.
ათ დღეში შეკრებილმა ქართულმა სამხედრო ძალამ იმდენად მოხიბლა და აღაფრთოვანა დახმარების მთხოველნი, რომ გულზე მოსულებმა თამარს სპარსეთზე ლაშქრობა და იქ ამირ-მირანის გამეფება შესთავაზეს. სანაცვლოდ კი მოკავშირეობა და ილდეგიზების უზარმაზარი სამფლობელოდან დიდი ტერიტორიის ჩუქება აღუთქვეს.
მაგრამ სამეფო კარმა, საფუძვლიან მიზეზთა გამო, უარი თქვა ამ, ერთი შეხედვით, მიმზიდველ წინადადებაზე და სამშობლოდან ლტოლვილთ მხოლოდ აბუ-ბექრის დამარცხება და მამაპეულ სამფლობელოში დაბრუნება აღუთქვა.
ქართველთა საომარი სამზადისი აბუ-ბექრს არ გამოპარვია. ისიც შეუდგა ჯარის შეკრებას. გარდა საქართველოს მეზობელი მუსლიმი სულთნებისა და ამირებისა, მას ასევე შეუერთდა ბაღდადის ხალიფა ალ-ნასირიც, რომელმაც ლაშქრობის მოსაწყობად დიდძალი ოქრო-ვერცხლიც გაიღო და მუსლიმურ სამყაროს საქართველოს წინააღმდეგ „საღვთო ომის“ დაწყებისკენაც მოუწოდა.
აბუ-ბექრის ლაშქარს ეგვიპტის სულთანი და მისი ვასალებიც მიემხრნენ და ახლო აღმოსავლეთის მუსლიმობაც. მოკლე ხანში ათაბაგმა ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და საქართველოსკენ დაიძრა.
ბრძოლის დღეც დადგა — 1195 წლის 2 ივნისი. თამარმა ლაშქარს წინ ჯვარი „ძელი ცხოველი“ წაუმძღვარა, დალოცა ჯარი და უფალს ქართველობა შეავედრა. მერე კი შამქორისკენ დაიძრა, სადაც აბუ-ბექრი იდგა.
ამასობაში მსტოვრებმა დავით სოსლანს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობა ამცნეს და მანაც ორად გაყო ლაშქარი: შედარებით მცირე არმიას ამირსპასალარი ზაქარია მხარგძელი უსარდლა და ქალაქის კარიბჭეზე მყისიერი იერიში უბრძანა, თავად კი დიდ ლაშქარს ჩაუდგა სათავეში — გვერდი აუარა შამქორს, მდინარე გადალახა (ახლანდელი შამქორ ჩაი) და მტერს ზურგში მოქცა.
და ის იყო, ციხის კართან გამართულ საშინელი ხოცვა-ჟლეტაში გამარჯვების სასწორი მუსლიმანთა მხარეს გადაიხარა და ზაქარია მხარგრძელიც უკვე უკუქცევაზე ფიქრობდა, რომ დავით სოსლანი ძირითადი ჯარით ჩაება ბრძოლაში. მტერი დაიბნა და პანიკას მიეცა. აბუ-ბექრისთვის ქართველთა ასეთ მანევრი თავზარდამცემი აღმოჩნდა. ალყაში მოქცეულმა მუსლიმებმა გაქცევასა და თავის გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი, მაგრამ მდევარმა განძისკენაც მოუჭრა გზა და გელაქუნისკენაც.
მემატიანე გვამცნობს, ქართველები ქათმებივით იჭერდნენ ბაღდადიდან, მოსულიდან, ერაყიდან, ადარბადაგანიდან საქართველოს დასაჩოქებლად დაძრულ დიდ ამირებსა თუ სულთნებს და წვერებით მიათრევდნენო დავით მეფესთან. სწორუპოვარმა გმირმა, შალვა ახალციხელმა კი მომხდურთ ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშა წაართვა.
აბუ-ბექრმა მაინც მოახერხა ალყის გარღვევა და ბაილაყანისა და ნახჭევანის გავლით თავრიზს გაქცევა.
დაბოლოს: შარვან შაჰ აღსართანმა საქართველოს მეფესთან შეუთანხმებლად მიიღო ამირ-მირანი თავის კარზე და დაუმოყვრდა, რითაც აბუ ბექრთან ომში ჩაითრია საქართველო. სხვა მონარქის დროს ასეთი თვითნებობისთვის მკაცრად დაისჯებოდა შირვან შაჰი, მაგრამ, მისდა ბედად, მეფედ უსაზღვროდ გულმოწყალე თამარი იჯდა, რომელსაც ისევე ეძვირფასებოდა ყმადნაფიცები, როგორც საკუთარი ქვეშევრდომები.