მიმოხილვა: რა გავლენას ახდენს სპეცოპერაცია რობოტიზებული „ურანის" განვითარებაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
რუსეთის სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უკრაინაში სახმელეთო რობოტული სისტემების გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა და საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა, რომელთა შორის მრავალფუნქციური „ურანის“ ოჯახი გამოირჩევა.
„ურანი-6" — განაღმვის კომპლექსია, „ურანი-9“ — საბრძოლო დამრტყმელი კომპლექსი, ხოლო „ურანი-14“ — მრავალფუნქციური ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსი. მანქანები დანიშნულებით განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე საერთო სისტემა აქვთ — მათ შორის, მართვის საშუალებების სისტემა. ამასთან მათ აერთიანებს რობოტოტექნიკური მისია, გადაწყვიტონ საბრძოლო ამოცანები იქ, სადაც ადამიანის მოქმედება და გადარჩენა გაცილებით რთულია, თუ არა შეუძლებელი.
უკრაინის ოპერაციების თეატრში, მოწინააღმდეგე ტერიტორიის დანაღმვას ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალის გამოყენებით ახორციელებს, ხშირად გვხვდება აუფეთქებელი ჭურვები და კასეტური საბრძოლო მასალების ელემენტები. რობოტ-გამნაღმველებს უამრავი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი. სპეცოპერაციის ზონაში საბრძოლო გამოყენების გამოცდილებიდან გამომდინარე, „ურანი-6-მა“ გაძლიერებული ჯავშანი და გაუმჯობესებული საკომუნიკაციო სისტემა მიიღო.
ამ კომპლექსმა კარგად წარმოაჩინა თავი საბრძოლო ვითარებაში ჯერ კიდევ 2016 წელს, სირიაში პალმირისა და ალეპოს ტერიტორიების განაღმვისას, სადაც რუსმა გამნაღმმველებმა ორ წელიწადში 100 ათასზე მეტი ფეთქებადსაშიში საგანი გაანადგურა და 1500 კმ გზა და 17 ათასი შენობა შეამოწმა.

გააფთრებული ბერსერკერი

„ურანი-9-ის დანიშნულება“ საკუთარი ქვეითების დაზვერვისა და საცეცხლე მხარდაჭერა და მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურებაა. 12 ტონიანი კომპლექსი შეიარაღებულია შესანიშნავი ავტომატური ქვემეხით 30 მმ 2A72, ასევე 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით, ყუმბარმტყორცნებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ატაკით“, ცეცხლმფრქვევი „შმელით“ და ასევე მართვადი საზენიტო რაკეტებით „სტრელა“ ან „ვერბა“.
შემქმნელებმა „ურანი-9“ მოწინააღმდეგის ცეცხლისგან ლაზერული დასხივების გამაფრთხილებელი სისტემისა და კვამლის ეკრანების მეშვეობით დაიცვეს. ანალოგიურად არის დაცული მართვის მობილური პუნქტიც.
ხელოვნური ინტელექტის ელემენტებიან რობოტიზებულ „ურან-9-ს“ შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში იმოძრაოს დავალებულ მარშრუტზე 35 კმ/სთ-მდე სიჩქარით, ეძებოს და გაანადგუროს სამიზნეები. აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატორს შეუძლია, მანქანა ხელით მართვაზე გადართოს.
ჯარებში „ურანი-9-ის“ საცდელი ექსპლუატაცია 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება ჯარებისთვის სადაზვერვო და სახანძრო დამხმარე რობოტების სერიული მიწოდების შესახებ.
სპეცოპერაციის დაწყებამდე „ურანი-9“ ასევე გამოიცადა სირიის ოპერაციების თეატრში. ექსპერტებმა ხარვეზები აღმოაჩინეს ცეცხლის მართვისა (კომპლექსს არ შეუძლია მოძრაობისას სროლა) და სადაზვერვო ფუნქციებში. მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა და „ურანი-9-ის“ გაძლიერება 12 ცეცხლმფრქვევით. რუსული რობოტიზებული ბერსერკი მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის ემზადება.

უდრეკი ცეცხლმებრძოლი

„ურანი-14“ ცეცხლთან დისტანციური ბრძოლისთვის შეიქმნა ადამიანისთვის საშიშ ტემპერატურულ ზონებში. კომპლექსი ბორტზე წყლის 2000 ლიტრიან ავზს ატარებს 2 ტონამდე წონის სახიფათო ტვირთებთან მუშაობისთვის. ამასთან ის აღჭურვილია ცეცხლის უშუალო ქრობისთვის საჭირო ლულა-მონიტორითა და წუთში 20 ათას ლიტრამდე წყლის გადაქაჩვის უნარის მქონე ტუმბოთი. „ურანი-14-ს“ ცეცხლის ჩაქრობა მინიმუმ 50 მეტრ მანძილზე შეუძლია.
კომპლექსის ავტომატური თვითგაგრილების სისტემა საშუალებას აძლევს მას, იმუშაოს ულტრამაღალი ტემპერატურის ზონებში; დაჯავშანული კორპუსი საიმედოდ იცავს „ურანი-14-ის“ კომპონენტებს საბრძოლო მასალის საწყობებსა თუ საწვავის საცავებში ხანძრის ჩაქრობისას. ამ დროს ოპერატორი 800 მეტრამდე უსაფრთხო მანძილზე იმყოფება.
სპეცოპერაციის ზონაში რობოტიზებულ მეხანძრეებს რუსული ჯარების სწრაფი წინსვლის უზრუმველყოფა შეუძლიათ მოწინააღმდეგის ცეცხლის ფარდის გადალახვით (აალებადი მასალების აფეთქებით მთავარი შეტევის მიმართულებით).
ჭკვიანი იარაღისა და მცირე მოიერიშე ჯგუფების ტაქტიკის გამოყენება რადიკალურად ცვლის ომის თანამედროვე თეატრებს და დიდ მომავალს ჰპირდება მრავალფუნქციურ რობოტიზებულ „ურანებს“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0