https://sputnik-georgia.com/20240119/napoli-italiis-supertasis-pinalshi-itamashebs-285747545.html
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში ითამაშებენ
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში ითამაშებენ
Sputnik საქართველო
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო. 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T16:27+0400
2024-01-19T16:27+0400
2024-01-19T16:27+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713666_0:648:1639:1570_1920x0_80_0_0_d588533d01bedcc4c0372bf41a41309d.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".„ნაპოლი“ 22-ე წუთზე დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევა ჟუან ჟესუსს გაუგრძელა, რომელმაც შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ჯოვანი სიმეონე დატოვა, მან კი მახვილი კუთხიდან გაიტანა.„ფიორენტინამ“ ექვს წუთში ნეაპოლელებს გაუტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და ლუკას ბელტრანის გოლი არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე კი „ფიორენტინამ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ნანიტამო იკონემ შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.მეორე ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა 72-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა. თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოცოცხლდა. მატჩის გმირი კი შეცვლაზე შესული ალესიო ძერბინი გახდა, რომელმაც 84-ე და 87-ე წუთებზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილში გამარჯვებულს 22 იანვარს შეხვდება.„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო. მაშინ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ნეაპოლური გუნდი „იუვენტუსზე" ძლიერი აღმოჩნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713666_0:627:1639:1856_1920x0_80_0_0_62d4c511b1522d6bae434c53bf58d1b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში ითამაშებენ
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".
„ნაპოლი“ 22-ე წუთზე დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევა ჟუან ჟესუსს გაუგრძელა, რომელმაც შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ჯოვანი სიმეონე დატოვა, მან კი მახვილი კუთხიდან გაიტანა.
„ფიორენტინამ“ ექვს წუთში ნეაპოლელებს გაუტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და ლუკას ბელტრანის გოლი არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე კი „ფიორენტინამ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ნანიტამო იკონემ შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
მეორე ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა 72-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა. თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოცოცხლდა. მატჩის გმირი კი შეცვლაზე შესული ალესიო ძერბინი გახდა, რომელმაც 84-ე და 87-ე წუთებზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილში გამარჯვებულს 22 იანვარს შეხვდება.
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო. მაშინ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ნეაპოლური გუნდი „იუვენტუსზე" ძლიერი აღმოჩნდა.