https://sputnik-georgia.com/20240119/meupe-shio-vevedrot-upals-rom-shegvazlebinos-shevimosot-qriste-285750776.html
მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ
მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ
Sputnik საქართველო
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T17:59+0400
2024-01-19T17:59+0400
2024-01-19T17:59+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:741_1920x0_80_0_0_2533bd24880dbcd7397169821d5c0e23.jpg
თბილისი, 19 იანვარი— Sputnik. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებაზე.19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს ნათლისღებას, ანუ წყალკურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე. დღეს საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება. მეუფე შიომ მრევლს და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები „სიმდაბლითაც უნდა შეიმოსონ“.მან ასევე აღნიშნა, რომ სულის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის ნებით, ამიტომ იესო ქრისტემ ყველა მორწმუნეს მონათვლისკენ მოუწოდა.ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვყავ”.ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:987_1920x0_80_0_0_e0b8cccd91db4323be6f1d763e98b96c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.
თბილისი, 19 იანვარი— Sputnik. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებაზე.
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს ნათლისღებას, ანუ წყალკურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე. დღეს საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.
მეუფე შიომ მრევლს და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები „სიმდაბლითაც უნდა შეიმოსონ“.
„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, ჩვენთვის გახსნილია გზა სულის ცხონებისკენ. წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში და დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ. და როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ამიერითგან აღარ ვიყოთ ღვთისთვის უცხო, არამედ სახლეურ ღვთისა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სულის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის ნებით, ამიტომ იესო ქრისტემ ყველა მორწმუნეს მონათვლისკენ მოუწოდა.
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვყავ”.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.