კორეაში ზამთრის ოლიმპიადაში ექვსი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან მოციგურავეები, ტრამპლინიდან მხტომელები და მოციგავეები.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ზამთრის ახალგაზრდულ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სპორტის სამ სახეობაში ექვსი სპორტსმენი წარმოადგენს, იუწყება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ზამთრის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს სამხრეთ კორეის ქალაქი განგვონი მასპინძლობს, სადაც თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. შეჯიბრებები 1 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს დელეგაციის მედროშეები მოციგავე ლუკა მიქაბერიძე და ტრამპლინიდან მხტომელი ესმირალდა ალიევი იყვნენ.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში ასევე არიან: ფიგურული მოციგურავეები - ინგა გურგენიძე, კონსტანტინე სუპატაშვილი; ტრამპლინიდან მხტომელი გიორგი დიაკონოვი და მოციგავე საბა ხაჩიძე.
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურთამაშებში, სპორტის შვიდი სახეობის 15 დისციპლინაში 1900-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0