გორში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა წყლის დასახლებაში გზაზე მიმავალ ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული თავის არეში ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0