https://sputnik-georgia.com/20240119/erovnuli-banki-refinansirebis-ganakvetis-neitralur-donemde-semcirebas-prognozirebs-285758919.html
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას პროგნოზირებს
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას პროგნოზირებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის ამოცანაა, არ დაუშვას გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების შემდგომი ზრდა და ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შეინარჩუნოს, განაცხადა... 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T22:50+0400
2024-01-19T22:50+0400
2024-01-19T22:50+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282494772_0:177:2048:1329_1920x0_80_0_0_fa7dd35b352a7e80c9fef318893b27b9.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად არის დაბალანსებული, რაც მიანიშნებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე.ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. 2023 წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე დადგინა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე და დეკემბერში 9,5%–მდე შემცირდა.მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის ამოცანაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდეს და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს.„ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ“, – განაცხადა თურნავამ.რა ელის საქართველოს ეკონომიკას: ეროვნული ბანკის სამი სცენარი>>ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს– 3%–ს –დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282494772_80:0:1899:1364_1920x0_80_0_0_01a4d7ab3ae4e4a18381d2dc2da5f1b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას პროგნოზირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის ამოცანაა, არ დაუშვას გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების შემდგომი ზრდა და ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შეინარჩუნოს, განაცხადა თურნავამ.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად არის დაბალანსებული, რაც მიანიშნებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე.
ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. 2023 წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე დადგინა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე და დეკემბერში 9,5%–მდე შემცირდა.
„ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს“, – განაცხადა თურნავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის ამოცანაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდეს და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს.
„ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ“, – განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს– 3%–ს –დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.