დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 იანვარი

© Pexels / Johannes Plenioაფრებიანი ხომალდი ზღვაში
აფრებიანი ხომალდი ზღვაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 19 იანვარია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ენერგია დილიდან მოზღვავებული იქნება, ამიტომ უპრიანია ადრე ადგომა და მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება. დროდადრო დაისვენეთ. სამუშაოზე შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება, გარისკვა – ამის წყალობით საქმეები კარგად წავა და ამასთან, გამოცდილებასაც მიიღებთ. კარგი იქნება, თუ ცხოვრებაში სასარგებლო ჩვევებს დანერგავთ.
ახლობლებს შეიძლება ცვალებადი ემოციები ჰქონდეთ, ამიტომ უნდა იფრთხილოთ, რომ არავის აწყენინოთ. არ ღირს ახალი ამოცანების დაწყება, სანამ ძველი საქმეები ჯერ არ დაგიმთავრებიათ.
ვერძი: ოჯახზე უნდა იფიქროთ – სამუშაოს ძალიან დიდ დროს უთმობთ, ამიტომ ეცადეთ, საღამო მაინც გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად. ექსპერტები გირჩევენ, იფიქროთ მომავალზე, დააწყოთ გეგმები, განეწყოთ გამარჯვებისთვის. შეგიძლიათ ბევრი რამის მიღწევა, თუ წინ თავდაჯერებულად და თავაწეული ივლით.
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: საქმიანობას დილიდანვე შეუდექით – სწორედ მაშინ იქნებით ყველაზე ენერგიული. მაგრამ უშრეტი ენერგია არავის აქვს, ამიტომ ხანდახან შეისვენეთ, რომ საღამომდე შეძლოთ აქტიურობა. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, ემოციები გააკონტროლოთ – ახლა თქვენი განწყობა ცვალებადია და ამან, შესაძლოა, ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით.
ტყუპი: გარისკვის დღეა – ბევრს მიაღწევთ, მაგრამ სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ კოლეგებთან ურთიერთობებში, რომლებიც არცთუ დადებითად არიან განწყობილი. ასტროლოგები გირჩევენ, არ დაიწყოთ ახალი საქმე, თუ ძველი ჯერ არ დაგიმთავრებიათ – არის რისკი, რომ ვერაფერი მოასწროთ და პრობლემები დაიმატოთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენთვის ყველაზე მთავარი მეგობრები არიან. ისინი, როგორც თილისმა, მოგიტანენ იღბალსა და წარმატებებს. ასე რომ, ეცადეთ ახლობლების ირგვლივ იტრიალოთ, სთხოვოთ მათ დახმარება. ისაუბრეთ მათთან სხვადასხვა თემაზე – შეიძლება ძალზე ღირებული რამ მოისმინოთ. ამან, შესაძლოა, თქვენი ცხოვრება სრულიად შეცვალოს და სრულიად სხვა ტალღაზე აგაწყოთ.
ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2018
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს თქვენთვის სიმორცხვე და მოკრძალება არარეკომენდებულია – წარმოაჩინეთ თავი მთელი სისავსით. შეიძლება ვინმეს შეაყვაროთ თავი და გარდა ამისა, შთაბეჭდილებას მოახდენთ მნიშვნელოვან ადამიანებზე, რაც თქვენს კარიერაზე აისახება. შეიძლება გარისკვა სამსახურში – შეეჭიდეთ იმ ამოცანებს, რომლებიც ძალიან რთულად გეჩვენებათ. მათთან გამკლავებას შეძლებთ.
ქალწული: ძალიან გაგიმართლებთ. იღბლის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ ყველგან და ყველაფერში. მეგობრები მხარში ამოგიდგებიან და სწორედ მათი დახმარების წყალობით შეძლებთ გარისკვას და წინ თავდაჯერებულ სვლას. ასტროლოგები გირჩევენ, არ დაივიწყოთ გადადებული საქმეები – ახლა მათი დამთავრებისთვის კარგი დროა.
სასწორი: შესაფერისი დღეა გარისკვისა და ექსპერიმენტებისთვის, ამის წყალობით გაქვთ შემოსავლების გაზრდის შანსი. რაც შეეხება ურთიერთობებს, მოგიწევთ ყველაფრის კარგად გათვლა, რათა უარი არ თქვათ მასზე, ვინც თქვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი შეიძლება გახდეს მომავალში. ასტროლოგები გირჩევენ, შეასრულოთ დანაპირები – ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
მორიელი: ურთიერთობები დღეს არცთუ მარტივი იქნება – თქვენი ახლობლების ემოციები არ არის სტაბილური და მოგიწევთ კამათისგან თავის არიდება, რათა კონფლიქტში არ ჩაებათ. შესანიშნავი დღეა გარისკვისა და ექსპერიმენტებისთვის, ეს თქვენს ბიუჯეტს წაადგება. ასტროლოგების რჩევაა, მოაგვაროთ ურთიერთობები კოლეგებთან – მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება.
მშვილდოსანი: დანერგეთ თქვენ ცხოვრებაში სასარგებლო ჩვევები – დილით სირბილი, ლიმონიანი წყალი, ჯანსაღი კვება. თავს ნამდვილად უკეთესად იგრძნობთ, როცა ასეთ რეჟიმს მიეჩვევით. ასტროლოგები გირჩევენ, ხელიდან არ გაუშვათ კოლეგებთან გუნდში მუშაობის შესაძლებლობა – ეს გუნდს შეკრავს და კარგ პერსპექტივებს გააჩენს.
თხის რქა: არ ღირს ახალი საქმის დაწყება, თუ ჯერ ძველი ამოცანები არ შეგისრულებიათ. ჯერ ისინი დაამთავრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები მოგემატებათ. კარგი იქნება, თუ გეგმას დილიდანვე შეადგენთ და მას მიჰყვებით. ასე ყველაფერს მოასწრებთ. საღამოს გააკეთეთ ის, რაც სიხარულს განიჭებთ. ასე შეძლებთ დასვენებას მძიმე დღის შემდეგ.
გული ხელებით  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2024 წელს
მერწყული: დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლობლების გრძნობებია. თქვენი საყვარელი ადამიანები ემოციურად არასტაბილური იქნებიან,ამიტომ უნდა ეცადოთ, არ აწყენინოთ მათ. ასტროლოგები გირჩევენ, მათ მხოლოდ სასიამოვნო თემებზე ესაუბროთ და ხშირად შეახსენოთ ახლობლებს, რომ ისინი თქვენთვის ძვირფასი ადამიანები არიან. ეს განმუხტავს სიტუაციას და განამტკიცებს ურთიერთობებს.
თევზები: აიმაღლეთ თვითშეფასება – შეხედეთ თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს – ალბათ დადგა დრო, რომ საკუთარი თავი შეაქოთ. ასევე ახლობლებს სთხოვეთ, ჩამოთვალონ თქვენი დადებითი თვისებები და თავდაჯერებულობა დაგიბრუნდებათ. ასტროლოგები ახალი საქმეების დაწყებას გირჩევენ, ამასთან, გარისკვასა და ექსპერიმენტებს. ასე კარგ შედეგებს მიაღწევთ.
ყველა ახალი ამბავი
0