ბათუმში ნათლისღება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს

© photo: Sputnik / Stringer ნათლისღება აჭარაში
ნათლისღება აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
მორწმუნეების უსაფრთხოებაზე მაშველები ზრუნავდნენ
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბათუმში ნათლისღების დღესასწაული ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს, იუწყება პირველი არხი.
მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
ზღვა სასულიერო პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლები, ასევე დაანთეს სანთლები. ბათუმის სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა.
„საღვთო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმელები ტრადიციულად ზღვაში შევდივართ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ზღვაში შესვლის ტრადიცია აჭარაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს.
მორწმუნეების უსაფრთხოებაზე მაშველები ზრუნავდნენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
მოემზადეთ ნათლისღებისთვის: რა იკრძალება და დაიშვება ამ დღეს ხალხური რწმენით
19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.
ყველა ახალი ამბავი
0