„ნაძირალა ბრიდლავი“: რუსი დეპუტატი ნატოს გენერლის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას ითხოვს

© AFP / Virginia Mayoგენერალი ფილიპ ბრიდლავი
გენერალი ფილიპ ბრიდლავი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლავი საერთაშორისო ძებნაში უნდა გამოცხადდეს, ვინაიდან ის ყირიმზე დარტყმებს უჭერს მხარს, განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა.
მანამდე გენერალმა ბრიდლავმა გამოცემა The Hill-ის მიმომხილველ გლენ ჰოვარდთან საუბრისას აღნიშნა, რომ, თუ უკრაინას ყირიმზე „მტკიცე და ზუსტი“ დარტყმის შესაძლებლობა მიეცემა, რუსეთი იძულებული გახდება, გადახედოს იქ თავის პოზიციებს: „დაარტყით იქ ყველას, დაარტყით რამდენჯერმე და გაანადგურეთ ნაწილ-ნაწილ“, — ციტირებდა ჰოვარდი გენერალს.
„მიმაჩნია, რომ ეს ნაძირალა ბრიდლავი საერთაშორისო ძებნაში უნდა გამოცხადდეს. ის უნდა გასამართლდეს და სასჯელი კოლიმაში მოიხადოს", — განუცხადა შერემეტმა „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატო ნაცისტებისა და მათი მიმდევრებისგან შეიქმნა, რომლებმაც უკრაინის კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს და რომლებიც „მეორე მსოფლიო ომში დამარცხებისთვის სხვისი ხელით შურისძიებაზე ოცნებობდნენ“.
მაგრამ, შერემეტის აზრით, მათი გათვალების ძალიან არასწორია — რუსეთი ისევ გაიმარჯვებს, ხოლო ნატო სამარცხვინოდ აღმოჩნდება მსოფლიო ისტორიის მიღმა“.
ყველა ახალი ამბავი
0