https://sputnik-georgia.com/20240118/romis-papi-seqsi-rvtiuri-sacuqaria-285721619.html
რომის პაპი: სექსი ღვთიური საჩუქარია, რომელსაც საფრთხე ემუქრება
რომის პაპი: სექსი ღვთიური საჩუქარია, რომელსაც საფრთხე ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სექსუალური სიამოვნება — ეს ღმერთის საჩუქარია, მაგრამ პორნოგრაფიის ყურება, ანუ ურთიერთობის გარეშე დაკმაყოფილება, რომელმაც... 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T13:09+0400
2024-01-18T13:09+0400
2024-01-18T12:01+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რომის პაპი
საზოგადოება
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24839/98/248399849_0:0:2445:1376_1920x0_80_0_0_1188b2496e2ee23d33317ccc84262aa2.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სექსუალური სიამოვნება — ეს ღმერთის საჩუქარია, მაგრამ პორნოგრაფიის ყურება, ანუ ურთიერთობის გარეშე დაკმაყოფილება, რომელმაც შეიძლება სხვადსახვა ფორმის დამოკიდებულება გამოიწვიოს, საფრთხეს უქმნის მას, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმაგავრცელებული ცნობით, პაპმა ამის თაობაზე ფართო აუდიტორიის წინაშე ისაუბრა, ვნების მანკიერებაზე კატეხიზისში. ფრანცისკმა ხაზი გაუსვა, რომ „სიყვარული მშვენიერი გრძნობაა“ და აღნიშნა, რომ ქრისტიანობაში სქესობრივი ინსტიქტები არ იგმობა, რაზეც ბიბლიის წიგნი „ქებათა ქება“ მეტყველებს.მისი თქმით, ადამიანებმა „უნდა დაიცვან სიყვარული და მოიგონ ბრძოლა ვნების წინააღმდეგ“, და მუწოდა მრევლს, შეწყვიტონ პორნოგრაფიის ყურება.გარდა ამისა, პონტიფიკოსი უბიწოების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს „სათნოებაა“, რომელიც სექსუალურ თავშეკავებულობაში არ უნდა აგვერიოს.რომის პაპმა ფრანცისკმა ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადა, რომ თანამედროვე კათოლიკური ეკლესია არ გმობს სექსისგან სიამოვნებას, რომ „სიამოვნება უშუალოდ ღვთისგან მოდის“ და რომელიმე რელიგიას კი არ ეკუთვნის, არამედ „უბრალოდ ღვთაებრივია“. მისი აზრით, მორალი, რომელიც პრინციპში უარყოფს სიამოვნებას, „გადაჭარბებულია“. ამავე დროს, მან აღიარა, რომ მსგავსი შეხედულება ადრეც არსებობდა ეკლესიაში, როგორც ქრისტიანული გზავნილის არასწორი ინტერპრეტაცია.წყარო: L'unione Sarda
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24839/98/248399849_205:0:2445:1680_1920x0_80_0_0_4d7c06bbb953a194474a1b7da1ffb8a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რომის პაპი, საზოგადოება, რელიგია
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რომის პაპი, საზოგადოება, რელიგია
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სექსუალური სიამოვნება — ეს ღმერთის საჩუქარია, მაგრამ პორნოგრაფიის ყურება, ანუ ურთიერთობის გარეშე დაკმაყოფილება, რომელმაც შეიძლება სხვადსახვა ფორმის დამოკიდებულება გამოიწვიოს, საფრთხეს უქმნის მას, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა
გავრცელებული ცნობით, პაპმა ამის თაობაზე ფართო აუდიტორიის წინაშე ისაუბრა, ვნების მანკიერებაზე კატეხიზისში.
ფრანცისკმა ხაზი გაუსვა, რომ „სიყვარული მშვენიერი გრძნობაა“ და აღნიშნა, რომ ქრისტიანობაში სქესობრივი ინსტიქტები არ იგმობა, რაზეც ბიბლიის წიგნი „ქებათა ქება“ მეტყველებს.
„მაგრამ ჩვენი ადამიანურობის ეს მშვენიერი განზომილება საფრთხეებისგან დაცული არ არის. როცა ის მანკიერებით არ არის შებილწული, სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე წმინდა გრძნობაა. შეყვარებული ადამიანი საკუთარ თავზე კი აღარ ფიქრობს, არამედ მთლიანად სხვაზე პროეცირდება“, — დაასკვნა მან.
მისი თქმით, ადამიანებმა „უნდა დაიცვან სიყვარული და მოიგონ ბრძოლა ვნების წინააღმდეგ“, და მუწოდა მრევლს, შეწყვიტონ პორნოგრაფიის ყურება.
გარდა ამისა, პონტიფიკოსი უბიწოების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს „სათნოებაა“, რომელიც სექსუალურ თავშეკავებულობაში არ უნდა აგვერიოს.
„უბიწოება სცილდება სექსუალური თავშეკავების ფარგლებს. ეს არის ნებისყოფა, რომ არასოდეს დაეუფლო სხვას. სიყვარული ნიშნავს სხვების პატივისცემას, მათი ბედნიერებისკენ სწრაფვას, მათი გრძნობებისადმი თანაგრძნობის განვითარებას, სხვათა სხეულის, ფსიქოლოგიისა და სულის ცოდნაში ჩაღრმავებას, რომელთაც მფლობელის სილამაზისთვის უნდა ვუმზიროთ“, — მიაჩნია რომის პაპს.
რომის პაპმა ფრანცისკმა ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადა, რომ თანამედროვე კათოლიკური ეკლესია არ გმობს სექსისგან სიამოვნებას, რომ „სიამოვნება უშუალოდ ღვთისგან მოდის“ და რომელიმე რელიგიას კი არ ეკუთვნის, არამედ „უბრალოდ ღვთაებრივია“. მისი აზრით, მორალი, რომელიც პრინციპში უარყოფს სიამოვნებას, „გადაჭარბებულია“. ამავე დროს, მან აღიარა, რომ მსგავსი შეხედულება ადრეც არსებობდა ეკლესიაში, როგორც ქრისტიანული გზავნილის არასწორი ინტერპრეტაცია.