ღარიბაშვილმა და ინვესტორმა ემირატებიდან ენერგეტიკაში ინვესტიციების გაფართოება განიხილეს

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრმიირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი საინვესტიციო კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელთან, იასიმ ჰუსეინ აჰმედ თაბეტთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმიირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი საინვესტიციო კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელთან, იასიმ ჰუსეინ აჰმედ თაბეტთან. - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
TAQA მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბუ-დაბის ემირატის ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებაში.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ინვესტიციების გაფართოების საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსხვილი საინვესტიციო კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელთან, იასიმ ჰუსეინ აჰმედ თაბეტთან. შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
TAQA არის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანია, რომელიც 2005 წელს დაარსდა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბუ-დაბის ემირატის ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებაში. კომპანია აწარმოებს ელექტროენერგიის და წყლის მნიშვნელოვან წილს და აქვს აქტივები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ომანში და სხვა.
TAQA-ს ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გარდაბანში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდება >>
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზეც, რომელზეც საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
მთავრობის მეთაურმა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელი საქართველოში მიიწვია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის უფრო დეტალური შესწავლისთვის.
TAQA არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მსხვილი ენერგეტიკული კომპანია Masdar-ის 43%-იან წილს ფლობს, რომელიც საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს.
ყველა ახალი ამბავი
0