რაჭის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

© photo: Sputnik / Stringerრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 60 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.
სამინისტროს ინფორმაციით, პოპულაციის გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
ნაკადულის/მდინარის კალმახი „წითელ ნუსხაში“ 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. აღნიშნული კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
რაჭის ეროვნული პარკი ონის მუნიციპალიტეტში2022 წელს შეიქმნა. სამინისტროს ინფორმაციით, ის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0