https://sputnik-georgia.com/20240118/ra-shemosavali-miigo-saqatvelom-mandarinis-eqsportisgan-285731446.html
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან
Sputnik საქართველო
აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი. 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T18:37+0400
2024-01-18T18:37+0400
2024-01-18T18:37+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/14/285105838_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_7f4d35e90d8d80b2d6a8726de271d0fc.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ციტრუსის სეზონზე საქართველოდან ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის 36,9 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული, ხოლო მიღებული შემოსავალი 23,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ამ დროისთვის გადამუშავებულია 3,3 მლნ ლარის 11.2 ათასი ტონა ციტრუსი, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2,8 მლნ ლარი შეადგინა.საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.„ნარინჯისფერი რთვლის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. ასევე რეგიონს გარეთ კიდევ რამდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/14/285105838_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f7ced889f23da0222382399bab5b37cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან
აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ციტრუსის სეზონზე საქართველოდან ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის 36,9 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული, ხოლო მიღებული შემოსავალი 23,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ამ დროისთვის გადამუშავებულია 3,3 მლნ ლარის 11.2 ათასი ტონა ციტრუსი, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2,8 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
„ნარინჯისფერი რთვლის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.
2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. ასევე რეგიონს გარეთ კიდევ რამდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.