https://sputnik-georgia.com/20240118/pakistan-iranis-konfliqti-285716802.html
პაკისტანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ტერიტორიას დაარტყა
პაკისტანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ტერიტორიას დაარტყა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანზე სარაკეტო... 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T10:15+0400
2024-01-18T10:15+0400
2024-01-18T10:15+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი
პაკისტანი
პოლიტიკა
კონფლიქტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285716637_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c981adaf468ee83ea12938fe449710af.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანზე სარაკეტო თავდასხმას ადასტურებს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო წლებში პაკისტანმა არაერთხელ გაუზიარა ირანს თავისი სერიოზული შეშფოთება პაკისტანური წარმოშობის ტერორისტების, ეგრეთ წოდებული სარმაჩარების ბანაკებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობის შესახებ ირანს „არაერთი დოსიე წარუდგინა კონკრეტული მტკიცებულებებით“. თუმცა თეირანის მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია და „სარმაჩარებმა დაუსჯელად განაგრძეს უდანაშაულო პაკისტანელთა სისხლის ღვრა“.ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ პაკისტანის დღევანდელი აქტის ერთადერთი მიზანი, რომელიც პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, იყო საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა.როგორც სააგენტო Fars-ი წერს პროვინცია სისტან-ბელუჯისტანის გუბერნატორის მოადგილე ალირეზ მარჰამატზე დაყრდნობით, პაკისტანის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა — სამი ქალი და ოთხი ბავშვი, რომლებიც ირანის მოქალაქეები არ იყვნენ.
https://sputnik-georgia.com/20240118/afp-pakistanma-irans-daartya-285715384.html
ირანი
პაკისტანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285716637_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f3f9c115d8e3b68bda451303b22965b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , პაკისტანი, პოლიტიკა, კონფლიქტები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , პაკისტანი, პოლიტიკა, კონფლიქტები
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას
ავრცელებს, რომელშიც ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანზე სარაკეტო თავდასხმას ადასტურებს.
„დღეს დილით პაკისტანმა უაღრესად კოორდინირებული და კონკრეტულად მიზანმიმართული ზეზუსტი სამხედრო დარტყმების სერია განახორციელა ირანის პროვინცია სიესტან-ო-ბალუჯსიტანში ტერორისტების თავშესაფრებზე. დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციის დროს, კოდური სახელწოდებით „მარგ ბარ სარმაჩარი“, მოკლულია რამდენიმე ტერორისტი“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო წლებში პაკისტანმა არაერთხელ გაუზიარა ირანს თავისი სერიოზული შეშფოთება პაკისტანური წარმოშობის ტერორისტების, ეგრეთ წოდებული სარმაჩარების ბანაკებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობის შესახებ ირანს „არაერთი დოსიე წარუდგინა კონკრეტული მტკიცებულებებით“. თუმცა თეირანის მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია და „სარმაჩარებმა დაუსჯელად განაგრძეს უდანაშაულო პაკისტანელთა სისხლის ღვრა“.
„ჩვენი დღევანდელი ქმედებები განხორციელდა სანდო ცნობების საფუძველზე, რომ სარმაჩარები ფართომასშტაბიან ტერორისტულ მოქმედებებზე გადასვლას გეგმავდნენ“, — ნათქვამია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ პაკისტანის დღევანდელი აქტის ერთადერთი მიზანი, რომელიც პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, იყო საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა.
როგორც სააგენტო
Fars-ი წერს პროვინცია სისტან-ბელუჯისტანის გუბერნატორის მოადგილე ალირეზ მარჰამატზე დაყრდნობით, პაკისტანის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა — სამი ქალი და ოთხი ბავშვი, რომლებიც ირანის მოქალაქეები არ იყვნენ.