მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვცნოთ კორსიკის დამოუკიდებლობა: აზერბაიჯანში საფრანგეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Murad Orudzhov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მოვუწოდებთ მთავრობას, სანქციები დაუწესოს საფრანგეთს სენატის რეზოლუციის საპასუხოდ, რაც ყველა ეკონომიკური ურთიერთობის შეჩერებასა და ასევე საფრანგეთის ავტონომიური რეგიონების - კანაკუს, მაოჰი ნუისა და კორსიკის დამოუკიდებლობის აღიარებას მოიცავს, ნათქვამია აზერბაიჯანის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.
დოკუმენტში აღინიშნება, რომ 2024 წლის 17 იანვარს საფრანგეთის სენატმა სომხური ლობის, ასევე მისი გავლენის ქვეშ მყოფი ფრანგი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების ინიციატივით, მიკერძოებული, ცალმხრივი და უსაფუძვლო რეზოლუცია მიიღო.
„ბოლო წლებში საფრანგეთის პოლიტიკურმა წრეებმა, მათ შორის სენატმა და ნაციონალურმა ასამბლეამ, უშუალოდ ელისეს სასახლიდან მიღებული მითითებების საფუძველზე, გააძლიერეს ღიად რასისტული, აზერბაიჯანოფობიური და ისლამოფობიური ქმედებები, და კვლავაც განაგრძობენ უსამართლო ნაბიჯების გადადგმას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რითაც საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ღია უპატივცემულობას წარმოაჩენენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ გატარებული ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის გამო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ამ დროისათვის ყველაზე დაბალ დონეზეა ისტორიაში და შეიძლება ფაქტობრივად შეჩერებულადაც კი ჩაითვალოს.
კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, დაუწესოს პარიზს სანქციები, მათ შორის:
გაწყვიტოს ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საფრანგეთთან,
გააძევოს ქვეყნიდან ყველა ფრანგული კომპანია,
გაყინოს აზერბაიჯანში ფრანგი ოფიციალური პირების ნებისმიერი ქონება,
დაავალოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს კანაუს, მაოჰი-ნუისა და კორსიკის დამოუკიდებლობის აღიარების პროცედურა.
საფრანგეთის სენატმა 17 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ფრანგი სენატორების აზრით, ბაქომ პასუხი უნდა აგოს გასულ წელს მთიან ყარაბაღში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე. რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი 336-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ქონების კონფისკაციასა და გაზისა და ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას გულისხმობს.
წყარო: „Sputnik აზერბაიჯანი“
ყველა ახალი ამბავი
0