„ახმატის“ მებრძოლი: ფრონტზე უკრაინელ ქალთა ასეული გამოჩნდა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ქალებისგან შემდგარი ასეული გამოჩნდა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ სპეცრაზმ „ახმატის“ ერთ-ერთმა მებრძოლმა, საძახისით „აიდი“.
მისი თქმით, ქალთა ქვედანაყოფს, რომელიც სავარაუდოდ მოხალისეებისგან შედგება, K-2 ჰქვია და უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადას ეკუთვნის. აღნიშნული ქვედანაყოფი ფრონტის კრემენნაიას უბანზე შენიშნეს.
„აქამდე ასეთი რამ არ შეგვხვედრია. გვეგონა, აკუსტიკური ხაფანგები იყო, ან ხმები გვეჩვენებოდა, მაგრამ მერე ჩაჭერილ რადიოჩანაწერებს მოვუსმინეთ და დიახ, იქ ქალები დგანან“, — განმარტა „აიდმა“.
როგორც ის ამბობს, ფრონტის ამ სექტორში ქალები დრონების ოპერატორებად და სნაიპერებად მსახურობენ.
„ისინი დრონების კარგი სპეციალისტები არიან, <...> სნაიპერული მუშაობის შეფასება კი ძნელია. ჯერჯერობით მათთან მხოლოდ სნაიპერული „მიმოწერა“ გვაქვს დრონებისა და არტილერიის დახმარებით. როცა შეტევაზე გადავალთ, ვნახოთ, როგორ მოიქცევიან“, — დასძინა მან.
როგორც უკრაინული Military Media Center წერდა გასული წლის ნოემბერში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ქალთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წლისთვის ქალების რაოდენობამ არმიაში 62 062-ს მიაღწია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნატალია კალმიკოვას თქმით, ახლა მთელ მსოფლიოში ბრძოლის ველზე ყველაზე მეტი ქალი უკრაინას ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0