https://sputnik-georgia.com/20240117/zaxarovas-komentari-polonetsi-germanuli-jarebis-gantavsebaze-285705287.html
გერმანული ჯარები პოლონეთში: ზახაროვა ვარშავის თანხმობას გამოეხმაურა
გერმანული ჯარები პოლონეთში: ზახაროვა ვარშავის თანხმობას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. პოლონეთის სურვილი, რომ მის ტერიტორიაზე, უკვე განთავსებული ნატოს ძალების გარდა, გერმანული სამხედრო ნაწილებიც განლაგდეს... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T18:11+0400
2024-01-17T18:11+0400
2024-01-17T18:11+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
პოლონეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273826101_0:0:3101:1745_1920x0_80_0_0_1e2dfbc53015faf462ef04c67ec30611.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. პოლონეთის სურვილი, რომ მის ტერიტორიაზე, უკვე განთავსებული ნატოს ძალების გარდა, გერმანული სამხედრო ნაწილებიც განლაგდეს, ნაკარნახევია ევროპაში დაძაბულობის დონის გაზრდის სურვილით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.მისი თქმით, ეს ნატოს ქვეყნებისა და კონკრეტულად პოლონეთის „გლობალური რუსოფობიური კურსის კიდევ ერთი ელემენტია“.ამასთან რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთში უკვე არის დისლოცირებული 10 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი, ასევე ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო ტაქტიკური ჯგუფი, რომელშიც ამერიკელი, ბრიტანელი, რუმინელი და ხორვატი სამხედროები შედიან.როგორც მან განაცხადა, ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების პროვოკაციული სამხედრო აქტივობა რუსეთისა და რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულ დეგრადაციას“ იწვევს, და ასეთი ნაბიჯები რუსული მხარის შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩება.მანამდე პოლონეთის საგარო საქმეთა მინისტრმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი თანახმაა, გაათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული ჯარები. მისი თქმით, „როდესაც ომი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან მიმდინარეობს, მოკავშირეთა მხრიდან ნებისმიერი დახმარება მისასალმებელია“.
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273826101_233:0:2964:2048_1920x0_80_0_0_9656859230842293a7b25bd7b3082625.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლონეთი , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლონეთი , პოლიტიკა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. პოლონეთის სურვილი, რომ მის ტერიტორიაზე, უკვე განთავსებული ნატოს ძალების გარდა, გერმანული სამხედრო ნაწილებიც განლაგდეს, ნაკარნახევია ევროპაში დაძაბულობის დონის გაზრდის სურვილით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ეს ნატოს ქვეყნებისა და კონკრეტულად პოლონეთის „გლობალური რუსოფობიური კურსის კიდევ ერთი ელემენტია“.
ამასთან რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთში უკვე არის დისლოცირებული 10 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი, ასევე ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო ტაქტიკური ჯგუფი, რომელშიც ამერიკელი, ბრიტანელი, რუმინელი და ხორვატი სამხედროები შედიან.
„აშკარაა, რომ მოწოდებები პოლონეთის ტერიტორიაზე დამატებითი უცხოური ჯარების განლაგების შესახებ, რაც აუცილებელი არ არის, თუ ეს ქვეყნები მშვიდობიაზე არიან ორიენტირებული, უნდა განიხილებოდეს მხოლოდ როგორც სურვილი, კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა ევროპაში და გაახანგრძლივოს საერთო ევროპული უსაფრთხოების გლობალური კოლაფსი“, — აღნიშნა ზახაროვამ ბრიფინგზე.
როგორც მან განაცხადა, ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების პროვოკაციული სამხედრო აქტივობა რუსეთისა და რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულ დეგრადაციას“ იწვევს, და ასეთი ნაბიჯები რუსული მხარის შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
მანამდე პოლონეთის საგარო საქმეთა მინისტრმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი თანახმაა, გაათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული ჯარები. მისი თქმით, „როდესაც ომი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან მიმდინარეობს, მოკავშირეთა მხრიდან ნებისმიერი დახმარება მისასალმებელია“.