https://sputnik-georgia.com/20240117/saqartvelom-ra-shemosavali-miigo-mandarinis-eqsportisgan-285702260.html
საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან 23 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან 23 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
Sputnik საქართველო
მიმდინარე სეზონზე 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T19:17+0400
2024-01-17T19:17+0400
2024-01-17T19:17+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883413_0:184:3077:1915_1920x0_80_0_0_e0c2a561c68d86f2d71ce79591570be5.jpg
თბილისი, 17 იანვარი— Sputnik. საქართველოდან 16 იანვრის მდგომარეობით, 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 144%-ით (21.4 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება - 183%-ით (15.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.უწყების ცნობით, საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.2023 წლის 25 ოქტომბერს აჭარის რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883413_117:0:2846:2047_1920x0_80_0_0_b470e2bdfe421b9ebb0c4b612156fefc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან 23 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
მიმდინარე სეზონზე 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
თბილისი, 17 იანვარი— Sputnik. საქართველოდან 16 იანვრის მდგომარეობით, 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 144%-ით (21.4 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება - 183%-ით (15.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
უწყების ცნობით, საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
2023 წლის 25 ოქტომბერს აჭარის რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.
წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.