როდის მოეწყობა წყალარინების ქსელი მუხიანსა და ფონიჭალაში: კალაძის პასუხი

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. წყალარინების ცენტრალური ქსელი მუხიანის აგარაკებზე, ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 3,5 მლნ ლარია.
„წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ქსელზე 270 ოჯახის დაერთება მოხდება", - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, იგეგმება წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა ფონიჭალის დასახლებაში - ერეკლეს ქუჩაზე, ერეკლეს პირველ შესახვევში, გულბანის ქუჩის დარჩენილ ნაწილში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევსა და აფხაზეთის ქუჩის დანარჩენ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0