მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს: პაკისტანი პროტესტს უცხადებს ირანს

© photo: Sputnik / Alexandr Kondratiuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. პაკისტანი მკაცრად გმობს ირანის მიერ მისი საჰაერო სივრცის არაპროვოცირებულ დარღვევას და პაკისტანის ტერიტორიაზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც ორი უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა და დაიჭრა სამი გოგონა, ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პაკისტანის სუვერენიტეტის დარღვევა სრულიად მიუღებელია და შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მით უმეტეს, რომ „ეს უკანონო აქტი პაკისტანსა და ირანს შორის მრავალი საკომუნიკაციო არხის არსებობის მიუხედავად მოხდა“.

„პაკისტანის მტკიცე პროტესტი უკვე გადაეცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის მაღალჩინოსანს თეირანში. გარდა ამისა, ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოძახებულია [პაკისტანის] საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გადავცეთ მას პაკისტანის სუვერენიტეტის ამ უხეში დარღვევის გამო ჩვენი მკაცრი საყვედური და ასევე ვაცნობოთ, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ირანს ეკისრება“, — წერია დოკუმენტში.

ამასთან უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ პაკისტანს ტერორიზმი ყოველთვის საერთო საფრთხედ მიაჩნდა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის და ამიტომ კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს.
„ასეთი ცალმხრივი ქმედებები არ შეესაბამება კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და შეიძლება სერიოზულად შეარყიოს ორმხრივი ნდობა“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, სამშაბათს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანა იერიში ტერორისტული დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ძირითად ბაზაზე, რომელიც ირანთან მოსაზღვრე პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანშია განთავსებული. ეს ირანის შეიარაღებული ძალების პირველი სარაკეტო დარტყმაა პაკისტანის ტერიტორიაზე.
უფრო ადრე, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ირანის სასაზღვრო პროვინციებში ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც 12 პოლიციელი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ირანში ტერორისტულად აღიარებულმა სუნიტურმა დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ადლმა“ (სამართლიანობის არმია) აიღო.
წყარო: MOFA OF PAKISTAN
ყველა ახალი ამბავი
0