კვარაცხელია შეიძლება „პსჟ"-ში გადავიდეს - ქართველით საფრანგეთის ჩემპიონი ინტერესდება

© SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო გიგანტი „პსჟ" საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავ ხვიჩა კვარაცხელიაში კილიან მბაპეს შემცვლელს ხედავს და მასთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, იუწყება Sportitalia.
კვარაცხელიას იტალიურ კლუბთან გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, ამიტომაც „პსჟ"-ს შეუძლია, ამით ისარგებლოს.
„კილიან მბაპე მზადაა, პარიზს დაემშვიდობოს. „პარი სენ-ჟერმენი“ კი სატრანსფერო ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადება. ისინი განიხილავენ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას, რომელმაც სერია A პირველივე სეზონში დაიპყრო. მას „ნაპოლისთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ იქ დიდხანს დარჩება", - წერს გამოცემა.
პარალელურად, იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართველი ფეხბურთელის აგენტები საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის მატჩებზე გაემგზავრნენ, რათა აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრონ.
„როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტები საუდის არაბეთში „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრებენ. ქართველ თავდამსხმელს სეზონში, დაახლოებით, 1,3 მილიონ ევროს უხდიან, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია", - წერს Il Mattino.
ფეხბურთელის ხელფასი, შესაძლოა, სეზონში 3,5-დან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინიდან“ ბათუმის „დინამოში" 2022 წლის მარტში გადავიდა. მანამდე მან ფიფას ნებართვით ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი შეწყვიტა.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. „ნაპოლისთან" 100 მლნ ევროს ოდენობის კონტრაქტს ვადა 2027 წელს გასდის. გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად.
ყველა ახალი ამბავი
0