https://sputnik-georgia.com/20240117/kalaze-weretlis-gamziris-remontis-dasrulebis-sesaxeb-285701093.html
კალაძე: თვითონ რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს
კალაძე: თვითონ რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა. 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T14:46+0400
2024-01-17T14:46+0400
2024-01-17T15:37+0400
კახა კალაძე
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277306198_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_eacfe021ecd06b52a92edfe88b928df6.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება, მერს და მის თანამშრომლებსაც რომ მოუწიოს მუშაობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მინიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება 16 იანვარს გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დაჩქარებული წესით მოძებნა ალტერნატიული კომპანიები. როგორც კალაძემ განმარტა, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. „ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში", -აღნიშნა კალაძემ. მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა>>მერის თქმით, ვადებთან ერთად პრობლემა შესრულებული სამუშაოების ხარისხშიც აღმოჩნდა. წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. წერეთლის გამზირის აღდგენა სამ ლოტად მიმდინარეობს: ორი, 22,2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები Millennium Builders Group-მა შეასრულა, ხოლო კომპანია R.T.D. – ერთ ლოტზე იმუშავა და 9 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაატარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277306198_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_55f817c65bbccd7444e7b12a4269be7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
კალაძე: თვითონ რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს
14:46 17.01.2024 (განახლებულია: 15:37 17.01.2024) თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება, მერს და მის თანამშრომლებსაც რომ მოუწიოს მუშაობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მინიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება 16 იანვარს გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დაჩქარებული წესით მოძებნა ალტერნატიული კომპანიები.
„შერჩეულია უკვე კომპანიები, ხელშეკრულებებიც გაფორმებულია. სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოების საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი იანვრის ბოლოს დასრულდება", – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ განმარტა, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.
„ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში", -აღნიშნა კალაძემ.
მერის თქმით, ვადებთან ერთად პრობლემა შესრულებული სამუშაოების ხარისხშიც აღმოჩნდა.
„უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს", - განაცხადა კალაძემ.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
წერეთლის გამზირის აღდგენა სამ ლოტად მიმდინარეობს: ორი, 22,2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები Millennium Builders Group-მა შეასრულა, ხოლო კომპანია R.T.D. – ერთ ლოტზე იმუშავა და 9 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაატარა.