https://sputnik-georgia.com/20240117/kakali-sasargebloa-nawlavta-sistemistvis-mecnierebis-daskvna-285700601.html
სასარგებლოა ნაწლავთა სისტემისთვის: მეცნიერებმა კაკლის ახალი სარგებელი დაადგინეს
სასარგებლოა ნაწლავთა სისტემისთვის: მეცნიერებმა კაკლის ახალი სარგებელი დაადგინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ყოველდღიურ რაციონში კაკლის შეტანა, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ასევე ზრდის სასარგებლო ბაქტერიების დონეს... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T13:50+0400
2024-01-17T13:50+0400
2024-01-17T13:50+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23355/27/233552740_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_294f9b8a24b2636f5109da79e62bc918.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ყოველდღიურ რაციონში კაკლის შეტანა, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ასევე ზრდის სასარგებლო ბაქტერიების დონეს ნაწლავთა სისტემაში, ნათქვამია ამერიკელ მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nutrition-ში გამოქვეყნდა.პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მანამდე დაადგინეს, რომ კაკალი ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას, რითაც გულის გამართულად მუშაობას უწყობს ხელს. ამჯერად მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ მოქმედებს კაკალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.კვლევისთვის 30-დან 65 წლამდე ასაკის, ჭარბი წონის მქონე 42 მოხალისე შეირჩა. ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში ისინი ჩვეულებრივად, საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვის დამახასიათებლად იკვებებოდნენ. ამის შემდეგ მოხალისეები სამ ჯგუფად დაყვეს. აქედან ერთი ჯგუფის რაციონში კაკალი შეიტანეს, მეორეში ჯგუფის რაციონში კაკალი ალფა-ლინოლენური მჟავით (ALA – ნივთიერება, რომელსაც შეიცავს კაკალი) ჩაანაცვლეს, მესამე ჯგუფის რაციონი ასევე უკაკლო იყო, ოღონდ ALA-სა და ოლეინის ცხიმმჟავას მოიცავდა.ექსპერიმენტის დასრულებამდე 72 საათით ადრე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, მეცნიერებმა მოხალისეების ფეკალური მასების ანალიზი აიღეს. შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის წევრებში კაკლის ყოველდღიურ მიღებას კუჭნაწლავის სისტემაში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა საგრძნობლად გაეზარდა.როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი კრისტინა პეტერსენი ამბობს, კაკლის დიეტამ გაზარდა მთელი რიგი სასარგებლო ნაწლავური ბაქტერიების რაოდენობა, უპირველესად, Roseburia-ს დონე, რომელიც ნაწლავების შიდა გარსს იცავს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 50-80 გრამი კაკლის მიღება:კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ კაკალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სუბსტრატების წარმოქმნას, მაგალითად, ცხიმმჟავების, უჯრედისისა და ბიოაქტიური ნაერთებისა, რაც ნაწლავურ მიკრობიომს კვებავს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასარგებლო მეტაბოლიტების გენერირებას.მანამდე შვედმა სწავლულებმა 17-წლიანი კვლევის საფუძველზე, რომელშიც 60 ათასი კაცი მონაწილეობდა, დაადგინეს, რომ კაკლის რეგულარული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23355/27/233552740_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_c7475e9deada62d646309d7a8c3f982b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ყოველდღიურ რაციონში კაკლის შეტანა, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ასევე ზრდის სასარგებლო ბაქტერიების დონეს ნაწლავთა სისტემაში, ნათქვამია ამერიკელ მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ჟურნალ
Nutrition-ში გამოქვეყნდა.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მანამდე დაადგინეს, რომ კაკალი ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას, რითაც გულის გამართულად მუშაობას უწყობს ხელს. ამჯერად მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ მოქმედებს კაკალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
კვლევისთვის 30-დან 65 წლამდე ასაკის, ჭარბი წონის მქონე 42 მოხალისე შეირჩა. ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში ისინი ჩვეულებრივად, საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვის დამახასიათებლად იკვებებოდნენ. ამის შემდეგ მოხალისეები სამ ჯგუფად დაყვეს. აქედან ერთი ჯგუფის რაციონში კაკალი შეიტანეს, მეორეში ჯგუფის რაციონში კაკალი ალფა-ლინოლენური მჟავით (ALA – ნივთიერება, რომელსაც შეიცავს კაკალი) ჩაანაცვლეს, მესამე ჯგუფის რაციონი ასევე უკაკლო იყო, ოღონდ ALA-სა და ოლეინის ცხიმმჟავას მოიცავდა.
ექსპერიმენტის დასრულებამდე 72 საათით ადრე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, მეცნიერებმა მოხალისეების ფეკალური მასების ანალიზი აიღეს. შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის წევრებში კაკლის ყოველდღიურ მიღებას კუჭნაწლავის სისტემაში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა საგრძნობლად გაეზარდა.
როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი კრისტინა პეტერსენი ამბობს, კაკლის დიეტამ გაზარდა მთელი რიგი სასარგებლო ნაწლავური ბაქტერიების რაოდენობა, უპირველესად, Roseburia-ს დონე, რომელიც ნაწლავების შიდა გარსს იცავს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 50-80 გრამი კაკლის მიღება:
დადებით გავლენას ახდენს ნაწლავთა სისტემის მიკრობიომზე,
ამცირებს გულის დაავადებათა განვითარების რისკს,
ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ კაკალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სუბსტრატების წარმოქმნას, მაგალითად, ცხიმმჟავების, უჯრედისისა და ბიოაქტიური ნაერთებისა, რაც ნაწლავურ მიკრობიომს კვებავს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასარგებლო მეტაბოლიტების გენერირებას.
მანამდე შვედმა სწავლულებმა 17-წლიანი კვლევის საფუძველზე, რომელშიც 60 ათასი კაცი მონაწილეობდა,
დაადგინეს, რომ კაკლის რეგულარული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.