https://sputnik-georgia.com/20240117/janmos-axali-angarisi-tambaqos-moxmarebaze-285697201.html
ჯანმო: თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობის მიუხედავად, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა მცირდება
ჯანმო: თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობის მიუხედავად, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა მცირდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მიუხედავად თამბაქოს მწარმოებლების მცდელობისა, ხელი შეუშალონ პროგრესს, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მუდმივად... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T11:29+0400
2024-01-17T11:29+0400
2024-01-17T11:29+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/85/247648586_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_68181340a212801504db74c80c10e177.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მიუხედავად თამბაქოს მწარმოებლების მცდელობისა, ხელი შეუშალონ პროგრესს, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მუდმივად მცირდება, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში.ჯანმოს ცნობით, 2022 წლის ტენდენციები აჩვენებს, რომ თამბაქოს მსოფლიოში ყოველი ხუთი ზრდასრულიდან მხოლოდ ერთი მოიხმარს. ეს მაჩვენებელი 2000 წელს ყოველი სამიდან ერთი იყო.ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 150 ქვეყანა წარმატებით ამცირებს თამბაქოს მოხმარებას.მისი თქმით, იმ მომენტში, როდესაც რომელიმე ქვეყნის მთავრობა ფიქრობს, რომ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა მოიგო, თამბაქოს ინდუსტრია ჯანმრთელობის პოლიტიკით მანიპულირებას იწყებს, რათა „თავისი მომაკვდინებელი პროდუქტი“ გაყიდოს.ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, განაგრძონ თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის დანერგვა და ასევე ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის წინააღმდეგაც.ახალი მონაცემების თანახად, ამ დროისათვის ყველაზე მეტი მწეველი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება — ეს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 26,5%-ია. მას ოდნავ ჩამორჩება ევროპა — იქ ეს მაჩვენებელი 25,3%-ია.ამასთან ევროპაში მწეველი ქალების რაოდენობა ორზე მეტჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს და ბევრად ნელა მცირდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.როგორც ჯანმოს ანგარიშშია ნათქვამი, 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ ევროპაში იქნება.წყარო: who
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/85/247648586_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_de1658f477f0fa8be0a4708b86aae4bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანმო , საზოგადოება
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანმო , საზოგადოება
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მიუხედავად თამბაქოს მწარმოებლების მცდელობისა, ხელი შეუშალონ პროგრესს, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მუდმივად მცირდება, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში.
ჯანმოს ცნობით, 2022 წლის ტენდენციები აჩვენებს, რომ თამბაქოს მსოფლიოში ყოველი ხუთი ზრდასრულიდან მხოლოდ ერთი მოიხმარს. ეს მაჩვენებელი 2000 წელს ყოველი სამიდან ერთი იყო.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 150 ქვეყანა წარმატებით ამცირებს თამბაქოს მოხმარებას.
„ბოლო წლებში თამბაქოს კონტროლში კარგი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ახლა თვითკმაყოფილების დრო არ არის. გაოგნებული ვარ, თუ რაზე შეუძლია წასვლა თამბაქოს ინდუსტრიას უთვალავი სიცოცხლის ხარჯზე მოგების მისაღებად“, — ამბობს ჯანმოს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი რუდიგერ კრეხი.
მისი თქმით, იმ მომენტში, როდესაც რომელიმე ქვეყნის მთავრობა ფიქრობს, რომ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა მოიგო, თამბაქოს ინდუსტრია ჯანმრთელობის პოლიტიკით მანიპულირებას იწყებს, რათა „თავისი მომაკვდინებელი პროდუქტი“ გაყიდოს.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, განაგრძონ თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის დანერგვა და ასევე ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის წინააღმდეგაც.
ახალი მონაცემების თანახად, ამ დროისათვის ყველაზე მეტი მწეველი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება — ეს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 26,5%-ია. მას ოდნავ ჩამორჩება ევროპა — იქ ეს მაჩვენებელი 25,3%-ია.
ამასთან ევროპაში მწეველი ქალების რაოდენობა ორზე მეტჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს და ბევრად ნელა მცირდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.
როგორც ჯანმოს ანგარიშშია ნათქვამი, 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ ევროპაში იქნება.