დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 იანვარი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 17 იანვარია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დატკბით დღევანდელი დღის თითოეული წუთით, რომელიც სავსე იქნება ემოციებითა და შესანიშნავი შანსებით. შესაძლებელი იქნება პრობლემებისა და უსიამოვნებებისგან სასიამოვნო ემოციებზე გადართვა. მაღალი იქნება რომანტიკული განწყობა, რაც მარტოხელებს საყვარელ ადამიანთან შეხვედრის, ხოლო შეყვარებულებს ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე გადაყვანის შანსს აძლევს.
საღამოს შეიძლება წვეულების მოწყობა.
ვერძი: სასურველს რომ მიაღწიოთ, შრომა მოგიწევთ. მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირს. თუ სამსახურში რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, არ ინერვიულოთ - ეს დროებითი პრობლემებია, მათ გაუმკლავდებით, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ასტროლოგები გირჩევენ, სიყვარულში მთელი თავით გადაეშვათ - ეს თქვენთვის ახლა აუცილებელია.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
კურო: დააფასეთ თითოეული წუთი - ეს დღე მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ. სწორედ ეს ემოციები დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში - კარგი განწყობის ყველაფერია შესაძლებელი. ასტროლოგები გირჩევენ, ფული დაითვალოთ, მაგრამ არ დახარჯოთ - ეს ერთგვარი რიტუალი ფინანსურ ენერგიას მოიზიდავს.
ტყუპი: დღეს შესანიშნავი მხარდაჭერა გელოდებათ თქვენი ახლობლებისგან. უთხარით მადლობა ყველას, ვინც გვერდში გიდგათ და თქვენზე გული შესტკივათ. ახლა მოდუნების დრო არ არის - მომავლისთვის უნდა იბრძოლოთ. ასტროლოგები საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებას გირჩევენ - „იკვებეთ" სასიამოვნო ემოციებით.
კირჩხიბი: დღეს თავშეკავება გმართებთ. მოგინდებათ ვინმეზე თქვენი ჯავრის ამოყრა, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემებს შეგმატებთ, მათი გამოსწორება კი ან ძალიან რთული, ან შეუძლებელი იქნება. არ ღირს ვინმესთან გაჯიბრება - ეს უამრავ ძალას წაგართმევთ და არაფერ კარგს არ მოგიტანთ, თუნდაც გაიმარჯვოთ. გზაზე ბარიერებს გვერდი აუარეთ - პირდაპირ ნუ შეეჯახებით მათ. ასე ენერგიას დაზოგავთ.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
ლომი: ადვილი იქნება წინსვლა და ამაში ახლობლები დაგეხმარებიან. ისინი მართლა ბევრს აკეთებენ თქვენთვის. ასევე, შეიძლება მუზა გეწვიოთ და რამის შექმნას სულ ადვილად და მარტივად შეძლებთ. ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ დღეს ბევრ რამეში გაგიმართლებთ, ამიტომ გამოიყენეთ ეს დღე.
ქალწული: თავსატეხი გაგიჩნდებათ - არ იქნება ადვილი უჩვეულო ვითარებიდან უპრობლემოდ გამოსვლა. მაგრამ თუ შემოქმედებით-გამომგონებლურ ნიჭს გამოიყენებთ, შეძლებთ ალტერნატიული ვარიანტის მოძებნას. ბუზი სპილოდ არ აქციოთ - ახლა ნებისმიერი უსიამოვნება აპოკალიფსად შეიძლება მოგეჩვენოთ. გახსოვდეთ, რომ ხვალ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
სასწორი: მომხიბვლელობა მთელი „სიმძლავრით ჩართეთ", ეს განსაკუთრებით საქმიან მოლაპარაკებებში გამოგადგებათ. სასურველს დიდი პრობლემების გარეშე მიაღწევთ. იყავით შემოქმედებითი, ეძებეთ ალტერნატიული ვარიანტები - სწორედ ეს გიხსნით პრობლემებისგან. ასტროლოგები გირჩევენ, სიყვარულს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ - დაიმუხტეთ სასიამოვნო ემოციებით.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2019
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია
მორიელი: დღეს მიიღებთ იმას, რისკენაც ამდენი ხანი მიისწრაფოდით, და თუ თქვენი გადაწყვეტილებები სწორი იყო, შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს შედეგი დაგვიანებულიც იყოს - შესაძლოა, ზოგიერთი სურვილი უკვე გაგიქრათ. ასტროლოგები აჩქარებას არ გირჩევენ - შესაძლოა, კონკურენტების მახეში გაებათ. არ მისცეთ მათ ამის საშუალება.
მშვილდოსანი: შესანიშნავ განწყობაზე ხართ - ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ ეწყობა, საუბრებს მხოლოდ სასიამოვნო ემოციები მოაქვს. ასე რომ, დატკბით ამ დღის თითოეული წამით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დღეს შემოქმედებითად ხართ განწყობილი და შეიძლება რაღაც ლამაზი და ღირებული შექმნათ და ამის წყალობით თქვენმა თვითშეფასებამ მოიმატოს.
თხის რქა: დროა, ცოტა შეისვენოთ და სირბილიდან სიარულზე გადახვიდეთ. მიეცით თავს მოდუნების უფლება და თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ. ასტროლოგები გირჩევენ, საღამოს აუცილებლად გახვიდეთ ბუნებაში ახლობლებთან ერთად. ეს თქვენს ურთიერთობებს განამტკიცებს. კარგი იქნება, თუ სახლში არ დარჩებით.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მერწყული: რომანტიკულად განეწყვეთ. თუ მარტოხელა ხართ, ძალიან დიდი შანსია, რომ იპოვოთ ნამდვილი სიყვარული, თუ გყავთ პარტნიორი, შეძლებთ ურთიერთობების გამტკიცებას. ბევრი სასაცილო შემთხვევა გელოდებათ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. დატკბით ყოველი წამით - ეს დღე უამრავ ლამაზ მომენტს გაჩუქებთ, რაც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
თევზები: დათვალეთ თქვენი ფული - ეს ის რიტუალია, რომელიც თქვენთან ფინანსურ ენერგიას მოიზიდავს და მეტი თანხის გამომუშავებაში დაგეხმარებათ. არ ღირს გატკეპნილი გზით სიარული - მოძებნეთ ალტერნატიული გზები. ასტროლოგები გირჩევენ, მიზნებისკენ თავქუდმოგლეჯილი ნუ გაიქცევით, არამედ იარეთ ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით. ასე ნაკლებ უსიამოვნებებს წააწყდებით.
ყველა ახალი ამბავი
0