https://sputnik-georgia.com/20240117/dregrzelobis-xelsemwyobi-faqtorebi-mecnieruli-kvlevebi-285701533.html
რკინა, სქესი და სხვა: მეცნიერებმა დაადგინეს, ვინ ცოცხლობს დიდხანს
რკინა, სქესი და სხვა: მეცნიერებმა დაადგინეს, ვინ ცოცხლობს დიდხანს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ორგანიზმში რკინის რაოდენობა, ადამიანის სქესი... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T15:27+0400
2024-01-17T15:27+0400
2024-01-17T15:27+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282984943_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_20590a951172e4ff245c0727d42d846c.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ორგანიზმში რკინის რაოდენობა, ადამიანის სქესი, განათლების დონე და მსოფლმხედველობაც კი, ამტკიცებენ მეცნიერები.ამ დასკვნის გაკეთებამდე სწავლულებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს.რკინის მტკიცებულებასისხლში რკინის მაღალი დონე ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამტკიცებენ ბრიტანელი და გერმანელი მკვლევარები. ხოლო თუ ორგანიზმში ამ მიკროელემენტის შემცველობა ნორმის ფარგლებშია, ასაკობრივი ცვლილებები, პირიქით, ნელდება.ცნობილია, რომ რკინა გავლენას ახდენს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე. ასაკთან დაკავშირებული მრავალი დაავადების დროს, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ან ღვიძლის დაზიანებისას, ამ მიკროელემენტის ძალიან მაღალი ან მეტისმეტად დაბალი რაოდენობა აღინიშნება. ამიტომ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ რკინის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც დღეგრძელობისთვის, ისე ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.სქესის საკითხიერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად არის დამოკიდებული სქესზე: ძუძუმწოვრების თითქმის ყველა სახეობის მდედრი საშუალოდ უფრო მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე მამრი.გერმანელმა და დანიელმა მეცნიერებმა გააანალიზეს დემოგრაფიული ვითარება ყველაზე მძიმე პერიოდებში: როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ძლიერი სქესი უფრო დაუცველია ტესტოსტერონის გამო, რომელსაც იმუნური სისტემის მოშლა შეუძლია. ქალის ჰორმონ ესტროგენს კი, პირიქით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.ვინც ყოველთვის კარგად არისამერიკელი ექიმების ნაშრომის თანახმად, დღეგრძელობაზე ასევე მოქმედებს ადამიანის მსოფლმხედველობა. 1,5 ათასი მამაკაცისა და დაახლოებით 70 ათასი ქალის მონაცემების შესწავლის შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ:ეს იმით აიხსნება, რომ ხალისიან ადამიანებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებები. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.ნაშრომის ავტორების აზრით, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი — ოპტიმისტების თვითდაჯერებულობა. ისინი ნაკლებად ემოციურად რეაგირებენ რთულ სიტუაციებზე და უფრო სწრაფად გამოდიან სტრესული მდგომარეობიდან.მეტი იცი, მეტხანს ცოცხლობმეცნიერების საერთაშორისო გუნდს მიაჩნია, რომ დღეგრძელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია განათლების დონე, უფრო სწორად, მის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა.200 ათასი ევროპელის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ, რაც უფრო ისწრაფვის ცოდნისკენ, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი.ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი კორელაცია მხოლოდ სტატისტიკურია და არა მიზეზ-შედეგობრივი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282984943_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0c4b91dc168da22d007aa19bd563d51f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ორგანიზმში რკინის რაოდენობა, ადამიანის სქესი, განათლების დონე და მსოფლმხედველობაც კი, ამტკიცებენ მეცნიერები.
ამ დასკვნის გაკეთებამდე სწავლულებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს.
სისხლში რკინის მაღალი დონე ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას,
ამტკიცებენ ბრიტანელი და გერმანელი მკვლევარები. ხოლო თუ ორგანიზმში ამ მიკროელემენტის შემცველობა ნორმის ფარგლებშია, ასაკობრივი ცვლილებები, პირიქით, ნელდება.
ცნობილია, რომ რკინა გავლენას ახდენს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე. ასაკთან დაკავშირებული მრავალი დაავადების დროს, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ან ღვიძლის დაზიანებისას, ამ მიკროელემენტის ძალიან მაღალი ან მეტისმეტად დაბალი რაოდენობა აღინიშნება. ამიტომ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ რკინის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც დღეგრძელობისთვის, ისე ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.
ერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო
ნაშრომის თანახმად, სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად არის დამოკიდებული სქესზე: ძუძუმწოვრების თითქმის ყველა სახეობის მდედრი საშუალოდ უფრო მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე მამრი.
გერმანელმა და დანიელმა მეცნიერებმა გააანალიზეს დემოგრაფიული ვითარება ყველაზე მძიმე პერიოდებში:
კუნძულ ტრინიდადზე მონებით ვაჭრობის დროს,
ისლანდიაში — წითელას ეპიდემიის დროს,
შვედეთში, ირლანდიასა და უკრაინაში — შიმშილობის დროს.
აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ყველგან, ქალები საშუალოდ უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე კაცები.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ძლიერი სქესი უფრო დაუცველია ტესტოსტერონის გამო, რომელსაც იმუნური სისტემის მოშლა შეუძლია. ქალის ჰორმონ ესტროგენს კი, პირიქით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
ვინც ყოველთვის კარგად არის
ამერიკელი ექიმების
ნაშრომის თანახმად, დღეგრძელობაზე ასევე მოქმედებს ადამიანის მსოფლმხედველობა.
1,5 ათასი მამაკაცისა და დაახლოებით 70 ათასი ქალის მონაცემების შესწავლის შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ:
ოპტიმისტი ადამიანები, როგორც წესი, 11-15%-ით მეტხანს ცოცხლობენ.
ეს იმით
აიხსნება, რომ ხალისიან ადამიანებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებები. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ნაშრომის ავტორების აზრით, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი — ოპტიმისტების თვითდაჯერებულობა. ისინი ნაკლებად ემოციურად რეაგირებენ რთულ სიტუაციებზე და უფრო სწრაფად გამოდიან სტრესული მდგომარეობიდან.
მეტი იცი, მეტხანს ცოცხლობ
მეცნიერების საერთაშორისო გუნდს
მიაჩნია, რომ დღეგრძელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია განათლების დონე, უფრო სწორად, მის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა.
200 ათასი ევროპელის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ, რაც უფრო ისწრაფვის ცოდნისკენ, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი.
ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი კორელაცია მხოლოდ სტატისტიკურია და არა მიზეზ-შედეგობრივი.