https://sputnik-georgia.com/20240117/britanelmamamakacma-internetit-nayid-tanksi-5-kilo-oqro-ipova-285704425.html
კაცმა ინტერნეტით ნაყიდ ტანკში 5 კგ ოქრო იპოვა: რას ნანობს მპოვნელი?
კაცმა ინტერნეტით ნაყიდ ტანკში 5 კგ ოქრო იპოვა: რას ნანობს მპოვნელი?
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ბრიტანელი კოლექციონერი, რომელმაც ინტერნეტით შეძენილ ტანკში ნაპოვნი ხუთი კილოგრამი ოქრო პოლიციას გადასცა, ძალიან ნანობს ამ... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T17:23+0400
2024-01-17T17:23+0400
2024-01-17T17:23+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_0:175:3017:1872_1920x0_80_0_0_7a9480d617ecaa480b896d3f6220266b.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ბრიტანელი კოლექციონერი, რომელმაც ინტერნეტით შეძენილ ტანკში ნაპოვნი ხუთი კილოგრამი ოქრო პოლიციას გადასცა, ძალიან ნანობს ამ ნაბიჯს, იუწყება Daily Mail.გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის ნიკ მიდი სამხედრო აღჭურვილობის კოლექციონერია. მას 300-მდე ტანკი და სხვა სამხედრო მანქანა ჰყავს ნორთჰემპტონშირში და ვიზიტორებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მათი ტარების საშუალებას აძლევს. ტანკის რამდენიმე საათით დაქირავება დაახლოებით 300 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 1000 ლარი) ღირს, ხოლო 900 გირვანქად ტანკით მსუბუქ ავტომობილზე გადავლაა შესაძლებელი.როგორც ნიკ მიდი ამბობს, ტანკი 2017 წელს 30 ათას გირვანქად შეიძინა ონლაინ-აუქციონზე. ეს ერაყული ტანკია, რომელიც საბჭოთა T-55-ის ბაზაზეა დამზადებული ჩინეთში.როდესაც მან შენაძენის დათვალიერება-შესწავლა დაიწყო, მასში ტყვიამფრქვევის ჭურვები იპოვა. ამიტომ დიზელის ავზში ჩაიხედა, რომ ენახა, იქაც ხომ არ იყო დამალული რაიმე იარაღი. თუმცა, იარაღისა და ტყვიების ნაცვლად, იქ ზოდებად ჩამოსხმული 5კგ ოქრო აღმოაჩინა, რომლებიც წინა მფლობელს რატომღაც ვერ შეენიშნა. ამ რაოდენობის ოქროს ფასი ორ მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს (22 მილიონ ლარზე მეტი).პოლიციელებიც მალევე მივიდნენ და ოქრო წაიღეს — როგორც თქვეს, ანალიზისთვის. მაგრამ მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და მიდს აქამდე არანაირი პასუხი არ მიუღია — ნაპოვნი ოქრო თვალითაც აღარ უნახავს.ტანკების კოლექციონერი ნანობს, რომ ზოდები პოლიციას ჩააბარა, თანაც ისე, რომ არც ჰონორარი მიუღია და ერთი პატარა ნაწილიც კი არ ჩამოუჭრია ზოდისთვის.მიდი ვარაუდობს, რომ ერაყულ ტანკში ნაპოვნი ოქრო კუვეიტური იყო და იქ სპარსეთი ყურის მეორე ომის პერიოდიდან —1990-91 წლებიდან ინახებოდა, როდესაც ერაყი კუვეიტში შეიჭრა.წყარო: Daily Mail
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_143:0:2872:2047_1920x0_80_0_0_bbd9845d6344d36530df70817530b1a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ბრიტანელი კოლექციონერი, რომელმაც ინტერნეტით შეძენილ ტანკში ნაპოვნი ხუთი კილოგრამი ოქრო პოლიციას გადასცა, ძალიან ნანობს ამ ნაბიჯს, იუწყება Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის ნიკ მიდი სამხედრო აღჭურვილობის კოლექციონერია. მას 300-მდე ტანკი და სხვა სამხედრო მანქანა ჰყავს ნორთჰემპტონშირში და ვიზიტორებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მათი ტარების საშუალებას აძლევს. ტანკის რამდენიმე საათით დაქირავება დაახლოებით 300 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 1000 ლარი) ღირს, ხოლო 900 გირვანქად ტანკით მსუბუქ ავტომობილზე გადავლაა შესაძლებელი.
როგორც ნიკ მიდი ამბობს, ტანკი 2017 წელს 30 ათას გირვანქად შეიძინა ონლაინ-აუქციონზე. ეს ერაყული ტანკია, რომელიც საბჭოთა T-55-ის ბაზაზეა დამზადებული ჩინეთში.
როდესაც მან შენაძენის დათვალიერება-შესწავლა დაიწყო, მასში ტყვიამფრქვევის ჭურვები იპოვა. ამიტომ დიზელის ავზში ჩაიხედა, რომ ენახა, იქაც ხომ არ იყო დამალული რაიმე იარაღი. თუმცა, იარაღისა და ტყვიების ნაცვლად, იქ ზოდებად ჩამოსხმული 5კგ ოქრო აღმოაჩინა, რომლებიც წინა მფლობელს რატომღაც ვერ შეენიშნა. ამ რაოდენობის ოქროს ფასი ორ მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს (22 მილიონ ლარზე მეტი).
„ოქროს ზოდები რომ ვიპოვეთ, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ხულ კილო ოქროს ზოდს მეზობელ ლომბარდში ხომ ვერ წაიღებ ჩასაბარებლად? ამიტომ პოლიციაში დავრეკეთ“, — ამბობს მიდი.
პოლიციელებიც მალევე მივიდნენ და ოქრო წაიღეს — როგორც თქვეს, ანალიზისთვის. მაგრამ მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და მიდს აქამდე არანაირი პასუხი არ მიუღია — ნაპოვნი ოქრო თვალითაც აღარ უნახავს.
ტანკების კოლექციონერი ნანობს, რომ ზოდები პოლიციას ჩააბარა, თანაც ისე, რომ არც ჰონორარი მიუღია და ერთი პატარა ნაწილიც კი არ ჩამოუჭრია ზოდისთვის.
მიდი ვარაუდობს, რომ ერაყულ ტანკში ნაპოვნი ოქრო კუვეიტური იყო და იქ სპარსეთი ყურის მეორე ომის პერიოდიდან —1990-91 წლებიდან ინახებოდა, როდესაც ერაყი კუვეიტში შეიჭრა.