https://sputnik-georgia.com/20240116/vivek-ramasvamim-saprezidento-kampania-sewyvita-285661005.html
არჩევნები აშშ-ში: რამასვამიმ კამპანია შეწყვიტა და მხარდაჭერა სხვა კანდიდატს გამოუცხადა
არჩევნები აშშ-ში: რამასვამიმ კამპანია შეწყვიტა და მხარდაჭერა სხვა კანდიდატს გამოუცხადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი, რომელმაც ყურადღება დებატებში ღია განცხადებებით მიიპყრო ყურადღება, თავისი ამბიციური საპრეზიდენტო... 16.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-16T09:32+0400
2024-01-16T09:32+0400
2024-01-16T09:33+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო დღეს
აშშ
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/03/281911631_0:135:1616:1044_1920x0_80_0_0_47451bf27bfe1a387810ec4374295e82.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი, რომელმაც ყურადღება დებატებში ღია განცხადებებით მიიპყრო ყურადღება, თავისი ამბიციური საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს, იუწყება Bloomberg.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აიოვაში რესპუბლიკელთა პირველ კოკუსებზე, რომლებმაც ფორმალური სტარტი მისცა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესს ამ პარტიიდან, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.კენჭისყრაში, წინასწარი შედეგების მიხედვით, რამასვამიმ რესპუბლიკელთა მხოლოდ 8,3%-ის ხმები მიიღო. დონალდ ტრამპი დაახლოებით 55,8%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი — 23,1%-ით, მესამეზე — გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, რომელსაც რესპუბლიკელთა 20,8%-მა დაუჭირა მხარი.აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. თუ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გახდება, მას სახელმწიფოს მოქმედი მეთაური — ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. როგორც სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, ტრამპს კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო რბოლაში გაიმარჯვოს.წყარო: Bloomberg
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/03/281911631_176:0:1616:1080_1920x0_80_0_0_2ee302e5713dfb8da559ba490f4ef607.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა, დონალდ ტრამპი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა, დონალდ ტრამპი
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი, რომელმაც ყურადღება დებატებში ღია განცხადებებით მიიპყრო ყურადღება, თავისი ამბიციური საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს, იუწყება Bloomberg.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აიოვაში რესპუბლიკელთა პირველ კოკუსებზე, რომლებმაც ფორმალური სტარტი მისცა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესს ამ პარტიიდან, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
„ამ მომენტიდან ჩვენ ვაჩერებთ საპრეზიდენტო კამპანიას. მე არ მაქვს შანსი, გავხდე მომდევნო პრეზიდენტი. როგორც თავიდანვე ვამბობდი, ამ რბოლაში „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. და მე უკვე დავურეკე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა გამარჯვება და მეთქვა, რომ ჩემს სრულ მხარდაჭერას მიიღებს“, — აღნიშნა რამასვამიმ.
კენჭისყრაში, წინასწარი შედეგების მიხედვით, რამასვამიმ რესპუბლიკელთა მხოლოდ 8,3%-ის ხმები მიიღო. დონალდ ტრამპი დაახლოებით 55,8%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი — 23,1%-ით, მესამეზე — გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, რომელსაც რესპუბლიკელთა 20,8%-მა დაუჭირა მხარი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. თუ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გახდება, მას სახელმწიფოს მოქმედი მეთაური — ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. როგორც სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, ტრამპს კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო რბოლაში გაიმარჯვოს.