თუ ნაწლავების პრობლემა გაქვთ: ხუთი მარტივი წესი ბრიტანელი პროფესორისგან
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. არსებობს მარტივი წესები, რომელთა გათვალისწინებაც ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში დაგეხმარებათ, აცხადებს რედინგის უნივერსიტეტის (ინგლისი) კვებითი მიკრობიოლოგიის პროფესორი გლენ გიბსონი.
პროფესორის თქმით, სწორედ ნაწლავთა სისტემის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული იმუნური სისტემის რესურსების 70%.
გიბსონის პირველი წესი – ეს კვების რაციონში უჯრედისის შეტანაა, რომლითაც მდიდარია ზოგი ბოსტნეული, ხილი და პარკოსნები, განსაკუთრებით, სტაფილო, ბროკოლი და ნესვი.
უჯრედისის უკმარისობა გავლენას ახდენს ნაწლავების მიკრობიომზე, ართმევს რა მას ჯანმრთელ ბაქტერიულ შტამებს. კარგ და ცუდ ბაქტერიებს შორის დისბალანსმა კი შეიძლება ქრონიკული დაავადებების, გაცხიმოვნებისა და დიაბეტის გამწვავება გამოიწვიოს!
ნაწლავების ფუნქციური გაუმჯობესების მეორე გზაა პრობიოტიკური იოგურტებისა და პრებიოტიკების (შედის ხახვში, ნიორში, ლობიოში, ცივ კარტოფილში) მიღება.
მესამე წესი, გიბსონის აზრით, რაციონიდან ტკბილი და ცხიმიანი საკვების გამორიცხვაა — თუნდაც დროებით, რათა დადგინდეს, რით განსხვავდება ორგანიზმის მდგომარეობა მათი მიღებისას და მათზე უარის თქმის დროს.
მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანია სტრესისთვის თავის არიდება. სტრესებს შეუძლია ნაწლავებში სისხლნაკადისა და სეკრეციის შეცვლა. შედეგად, იქმნება ხელსაყრელი გარემო მავნე ბაქტერიებისთვის, ხოლო სასარგებლო მიკროორგანიზმები ითრგუნება.
სპეციალისტის საბოლოო, მეხუთე რჩევაა სუფთა წყლის სმა მთელი დღის განმავლობაში — ზაფხულში უფრო მეტის, ზამთარში — ნაკლების. სასურველია, დილა დაიწყოთ ერთი ჭიქა წყლით, საუზმემდე 40 წუთით ადრე.
გარდა ამისა, მედიკოსები გვასწავლიან, როგორ აღვიდგინოთ არასწორი კვებისა და ზოგი მედიკამენტის გამო დარღვეული ნაწლავური მიკროფლორა ბუნებრივი გზებით.
ნაწლავის მიკროფლორა არის მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც დაბადებიდანვე ყალიბდება ორგანიზმში. მიკროფლორის ფორმირება თანდათანობით ხდება - ბაქტერიების ზრდა-გამრავლების გზით.
სპეციალისტების თქმით, არსებობს რამდენიმე სასარგებლო პროდუქტი, რომელთა მიღებაც ბუნებრივად აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას.
კეფირი საუზმეზე — თუ ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესება გსურთ, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი კეფირია. შეგიძლიათ იყიდოთ მზა, ან მოამზადოთ თავად კეფირის სოკოსგან. კეფირის დალევის საუკეთესო დრო დილაა, სასურველია უზმოზე. თუმცა ის ასევე შესანიშნავი სამხარიცაა.
მჟავე კომბოსტო — ეს პროდუქტიორგანიზმისთვისპრობიოტიკებისშესანიშნავიწყაროა, რომლებიც, როგორცცნობილია, ნაწლავისმიკროფლორას„კოლონიზებაში“ ეხმარება. სასურველიაპროდუქტიმზასახითკი არ იყიდოთ, არამედთვითონდაამჟავოთკომბოსტო.
ზღვის წყალი — ის სხვადასხვა რეცეპტის უფრო და უფრო პოპულარული ინგრედიენტი ხდება. ამის მიზეზი ზღვის წყლის უნიკალური სამკურნალო თვისებებია. სუფრის მარილისგან განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდი შედის, ზღვის წყალი ორგანიზმს მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებებით ამარაგებს. ისინი ნაწლავის კედლის საშუალებით შეიწოვება, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და მთლიანად ორგანიზმის მჟავიანობას, აგრეთვე აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას.
დანამატები — თუ გსურთ, ნაწლავის მიკროფლორა რამდენიმე დღეში გაამრავლოთ, მაგალითად, გადატანილი დაავადების ან მედიკამენტების მიღების შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური დანამატები.