ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში: საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
საფრანგეთის გუნდთან მატჩი ქართველმა წყალბურთელებმა ანგარიშით 6:12 დაასრულეს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის შეხვედრა საფრანგეთთან წააგო და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა.
საფრანგეთის გუნდთან მატჩი ქართველმა წყალბურთელებმა ანგარიშით 6:12 დაასრულეს. მატჩი ფრანგი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. მათ პირველი ტაიმი 5:2 მოიგეს. მესამე მეოთხედში ქართველმა წყალბურთელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა ანგარიშში ჩამორჩენა ვერ შეამცირეს. მეოთხე მეოთხედი კი სრულად საფრანგეთის ნაკრების სცენარით წარიმართა – 4:1.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთ მატჩში გაიმარჯვეს. გერმანიასთან დაპირისპირება ქართველი წყალბურთელების წარმატებით - 15:10 დასრულდა.
2023 წლის წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგო, შემდეგ მერვედფინალში რუმინეთთან დამარცხდა და მე-12 ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ორ დივიზიონად დაიყო, თითოეულში ორი კვარტეტით.
საქართველოს ნაკრები პირველ დივიზიონში გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0