https://sputnik-georgia.com/20240116/rodis-gaixsneba-weretlis-gamziri-meriis-pasuxi-285688632.html
როდის გაიხსნება წერეთლის გამზირი? თბილისის მერიის განმარტება
როდის გაიხსნება წერეთლის გამზირი? თბილისის მერიის განმარტება
Sputnik საქართველო
მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება. 16.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-16T19:51+0400
2024-01-16T19:51+0400
2024-01-16T19:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277306575_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_d0341c82577d3b43f3556e0b15740f7e.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დაჩქარებული წესით ეძებს ალტერნატიულ კომპანიებს, რათა შეთანხმებულ ვადებში გაიხსნას მოძრაობა, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება 16 იანვარს გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. როგორც მერიაში აღნიშნეს, ეს ფაქტი მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებაზე გავლენას არ მოახდენს და გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იანვრის ბოლოსთვის აღდგება.ვადა, რომელიც ადრე თბილისის მოსახლეობას დაუსახელეს, არ გადაიდება, სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და მოძრაობა აღდგება ორივე მიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა მერის მოადგილემ.თბილისის მერიამ გამზირის აღდგენის მიზნით ახალი გამარტივებული ტენდერი უკვე გამოაცხადა. მისი ღირებულება 17,7 მილიონი ლარია.მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა>>>ბენდელიანის თქმით, კონტრაქტორ კომპანიებს მოეთხოვებათ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესრულებულ სამუშაოზე შესაბამის თანხას გადაიხდის. როგორც ბენდელიანმა განმარტა, წერეთლის გამზირის აღდგენისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ გაიზრდება.წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.წერეთლის გამზირის აღდგენა სამ ლოტად მიმდინარეობს: ორი, 22,2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები Millennium Builders Group-მა შეასრულა, ხოლო კომპანია R.T.D. – ერთ ლოტზე იმუშავა და 9 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაატარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277306575_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_75d6af67a3cb1115021639d1c79b33a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის გაიხსნება წერეთლის გამზირი? თბილისის მერიის განმარტება
მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დაჩქარებული წესით ეძებს ალტერნატიულ კომპანიებს, რათა შეთანხმებულ ვადებში გაიხსნას მოძრაობა, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება 16 იანვარს გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. როგორც მერიაში აღნიშნეს, ეს ფაქტი მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებაზე გავლენას არ მოახდენს და გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იანვრის ბოლოსთვის აღდგება.
„ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება და შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები", - განაცხადა ბენდელიანმა.
ვადა, რომელიც ადრე თბილისის მოსახლეობას დაუსახელეს, არ გადაიდება, სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და მოძრაობა აღდგება ორივე მიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა მერის მოადგილემ.
თბილისის მერიამ გამზირის აღდგენის მიზნით ახალი გამარტივებული ტენდერი უკვე გამოაცხადა. მისი ღირებულება 17,7 მილიონი ლარია.
ბენდელიანის თქმით, კონტრაქტორ კომპანიებს მოეთხოვებათ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესრულებულ სამუშაოზე შესაბამის თანხას გადაიხდის.
როგორც ბენდელიანმა განმარტა, წერეთლის გამზირის აღდგენისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ გაიზრდება.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
წერეთლის გამზირის აღდგენა სამ ლოტად მიმდინარეობს: ორი, 22,2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები Millennium Builders Group-მა შეასრულა, ხოლო კომპანია R.T.D. – ერთ ლოტზე იმუშავა და 9 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაატარა.