https://sputnik-georgia.com/20240116/raribasvili-sveicariasi-davosis-forumze-gaemgzavra-285669111.html
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დავოსის ფორუმზე გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დავოსის ფორუმზე გაემგზავრა
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. 16.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-16T12:23+0400
2024-01-16T12:23+0400
2024-01-16T12:23+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
შვეიცარია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282969374_68:191:1539:1018_1920x0_80_0_0_04796c4317d97438cc1d5654da2f7bc9.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის 54-ე ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე შედიან. შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე ამჯერად 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. ფორუმზე არ განიხილება მხოლოდ ეკონომიკა. მონაწილეები იმსჯელებენ მსოფლიოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან სტრატეგიებზე კლიმატისა და ენერგეტიკის მიმართულებით. დავოსის ეკონომიკური ფორუმი 15 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემა წელს „ნდობის აღდგენაა".
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282969374_199:167:1334:1018_1920x0_80_0_0_f6d73c9e275e4e8875431e89fd198002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო, შვეიცარია, პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო, შვეიცარია, პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დავოსის ფორუმზე გაემგზავრა
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის 54-ე ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.
ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი" მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე შედიან.
შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე ამჯერად 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია.
ფორუმზე არ განიხილება მხოლოდ ეკონომიკა. მონაწილეები იმსჯელებენ მსოფლიოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან სტრატეგიებზე კლიმატისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 15 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემა წელს „ნდობის აღდგენაა".