რამდენი ფული გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში 2023 წელს - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარის კუპიურები
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით 2023 წელს რუსეთი ლიდერობს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წელს წინა 2022 წელთან შედარებით, 5,7%-ით შემცირდა და 4.123,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 2022 წელს 4.372,4 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით 2023 წელს ლიდერი ქვეყანა რუსეთია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2023 წელი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

რუსეთი

1.523,4

-26,3

იტალია

518,6

20,1

აშშ

447,0

36,7

საბერძნეთი

232,8

3,8

გერმანია

230,4

44,3

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.523,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 36,9%-ია.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის დეკემბერში 42,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 308,3 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2023 წლის დეკემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

რუსეთი

70,6

-77,8

იტალია

49,7

15,0

აშშ

46,2

34,6

საბერძნეთი

22,7

9,6

გერმანია

21,6

27,2

დეკემბერში რუსეთიდან 70,6 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 22,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77,8%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 0,6%-ით მეტია.
2023 წელს საქართველოდან უცხოეთში 355,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,6%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0